პუტინი აშშ-ს, რუსეთის უფლებების დარღვევის გამო, სასამართლოში ჩივილით დაემუქრა

პუტინი აშშ-ს, რუსეთის უფლებების დარღვევის გამო, სასამართლოში ჩივილით დაემუქრა

access_time2017-09-11 09:40:30

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქვეყნის უფლებების დარღვევის გამო, აშშ-ს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა. გარდა ამისა, პუტინმა აშშ-ის საქციელს რუს დიპლომატებთან დაკავშირებით „თავხედური მანერა“ უწოდა.

 

„რუსეთის მთავრობა იტოვებს უფლებას, პასუხი გასცეს აშშ-ის გადაწყვეტილებას, სან-ფრანცისკოში რუსეთის გენერალური საკონსულოს და ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში სავაჭრო წარმომადგენლობების დახურვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ჩინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

პუტინის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს უფლება თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე შეამციროს რუსეთის საკონსულოების რაოდენობა, თუმცა მიუღებელია მათი ქცევის მანერა.

 


„მსგავსი საქციელი არ შეეფერება ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. თუმცა, რთულია აწარმოო დიალოგი ადამიანებთან, რომლებსაც ავსტრია ავსტრალიაში ერევათ. რა გაეწყობა, ასეთია ამერიკული პოლტიკური წრეების გარკვეული ნაწილის პოლიტიკური კულტურის დონე“, - აღნიშნა პუტინმა.

 

„ეს ფაქტი რუსული მხარის ქონებრივი უფლებების აშკარა დარღვევვაა. ამდენად, საწყის ეტაპზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიღებს დავალებას, მიმართოს სასამართლოს. ვნახოთ, რამდენად ეფექტიანად მუშაობს ამერიკის სახელგანთქმული სასამართლო სისტემა“, - განმარტა პუტინმა.

 

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას, სრული პარიტეტის მიღწევის მიზნით, რუსეთის ფედერაციაში აშშ-ს დიპლომატიური მისია კიდევ 155 ადამიანით შეამციროს. თუმცა, უახლოეს პერიოდში რუსეთი არ აპირებს მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას.

 



„საქართველო „მას-ტურიზმისგან“ არ უნდა დაზარალდეს“ - როგორ უნდა მოიზიდოს ქვეყანამ მაღალბიუჯეტიანი ტურისტები

„საქართველო „მას-ტურიზმისგან“ არ უნდა დაზარალდეს“ - როგორ უნდა მოიზიდოს ქვეყანამ მაღალბიუჯეტიანი ტურისტები
person access_time2018-04-25 15:37:40
საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება, თუმცა მათი უმეტესობა დაბალბიუჯეტიანია. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ია თაბაგარმა განაცხადა, დაბალბიუჯეტიანი ტურისტები ძირითადად აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, ინდოეთიდან და არაბული ქვეყნებიდან ჩამოდიან.მისი თქმით, დაბალბიუჯეტიანი ტურისტები მაღალბიუჯეტიანებს კვლავ სჭარბობენ, როგორც თითქმის ყველა სხვა ქვეყანაში. „დაბალბიუჯეტიანი ტურისტები კვლავ...

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე თანამდებობას ტოვებს

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე თანამდებობას ტოვებს
person access_time2018-04-25 13:13:15
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე თანამდებობას ტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია „კომერსანტს“  ექსკლუზიურად თავად სულამანიძემ დაუდასტურა და განუცხადა, რომ  წასვლაზე განცხადება უკვე დაწერა, დაკავებულ თანამდებობას  კი ოფიციალურად  1 მაისიდან დატოვებს.   კითხვაზე, რა მიზეზით დატოვა  მან  დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობა და სად გააგრძელებს საქმიანობას, სულამანიძე აღნიშნავს, რომ...

Bloomberg-ზე 14:00 საათისთვის 1 დოლარი 2,4825 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 14:00 საათისთვის 1 დოლარი 2,4825 ლარად ივაჭრება
person access_time2018-04-25 14:15:00
ეროვნული ვალუტა ბოლო რამდენიმე  დღის განმავლობაში უფასურდება. Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარი 14:00 საათისთვის 2,4825 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს აშშ-ის და ევროს მიმართ 17:00 საათისთვის გამოაქვეყნებს. 24 აპრილს განსაზღვრული კურსით, ერთი დოლარის ღირებულებამ 2.4791 ლარი შეადგინა. არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა...

Top-მენეჯერებისგან განსხვავებით, საბანკო სექტორში დასაქმებულთა 99%-ს დაბალი ხელფასი აქვს

Top-მენეჯერებისგან განსხვავებით, საბანკო სექტორში დასაქმებულთა 99%-ს დაბალი ხელფასი აქვს
person access_time2018-04-25 11:35:00
  „ჩემი დამოკიდებულება ბანკებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიის შესახებ: ქვეყნის საფინანასო ბაზრზე ჩამოყალიბდა მონოპოლიური მდგომარეობა (ძირითადად, ბოლო 5 წელიწადში) და შეიზღუდა კონკურენცია. წარმოიქმნა ოთხბანკიანობის პერიოდი. ხელისუფლების ან ხელისუფლებასთან ჩახუტებული 4 ბანკი არის ქართუ, ლიბერთი, ტბს, საქართველოს ბანკი. ეს მთელი საბანკო სისტემის 85 პროცენტზე მეტია. დანარჩენი ბანკები ვერ უწევენ მათ კონკურენციას. ვტბ საერთაშორისო სანქციებშია მოქცეული, როგორც რუსული...

თბილისში პარკინგის მოწყობაზე სამი ლოკაცია დასახელდა და ტენდერიც გამოცხდდა

თბილისში პარკინგის მოწყობაზე სამი ლოკაცია დასახელდა და ტენდერიც გამოცხდდა
person access_time2018-04-25 10:58:01
გეგშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურის და ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგები მოეწყობა.თბილისის მერიამ საპარკინგე სისტემის მოსაწესრიგებლად ინტერესთა გამოხატვა  3 ლოკაციაზე გამოაცხადა.  შერჩეულ კომპანიას მიწა 1 ლარად გადაეცემა. პროექტი ჯამში 715 საპარკინგე ადგილის მოწყობას ითვალისწინებს.  „გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს. მზად ვართ ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობით შევქმნათ...


მსგავსი სიახლეები