მექსიკაში 8.1 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

access_time2017-09-08 12:05:11

სამხრეთ მექსიკის შტატ ჩიაპასში 8.1 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. მომხდარის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს ცუნამის წარმოქმნის საშიშროება.

 

მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩიაპასიდან 1000 კილომეტრის მოშორებით მდებარე, მეხიკოში არსებული შენობებიც კი დაზიანდა. მიწისძვრა ღამით მოხდა. Bloomberg-ის მიხედვით, შეშინებული მოსახლეობა ქუჩებში ღამის პერანგებითაც იყო გამოსული.

 

„აშშ-ს ცუნამის გამაფრთხილებელი სისტემის“ მიხედვით, მომხდარის გამო შესაძლოა ცუნამი წარმოიქმნას და მან მომდევნო 3 საათის განმავლობაში ცენტრალურ ამერიკაში მდებარე ქვეყნები დააზარალოს, როგორებიცაა გვატემალა, სალვადორი, კოსტა რიკა, ნიკარაგუა, პანამა და ჰონდურასი.


 

"სახლი საღეჭი რეზინივით მოძრაობდა. ელექტროენერგია და ინტერნეტი  მაშინვე გაითიშა", - აღნიშნა ჩიაპასში მცხოვრებმა როდრიგო სობერანიესმა.

 

ჩიაპასი ღარიბი შტატია, თუმცა იგი ტურისტებს შორის პოპულარობით სარგებლობს. ჩიაპასის გუბერნატორმა, მანუელ ველასკომ მოსახლეობას სახლების დატოვებისა და სანაპიროზე შეკრებისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ქალაქ სან კრისტობალში 3 ზრდასრული და 2 ბავშვი (მათ შორის 1 ჩვილი იყო) დაიღუპა.

 



869,7 მილიონი ლარი ერთ წელიწადში - კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკოდრულად გაიზარდა

person access_time2018-01-19 12:00:45
დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 152 563 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.     რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში...

„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...

ფინელი მეცნიერები ლუდომანიის სამკურნალო სპრეის შექმნაზე მუშაობენ

person access_time2018-01-19 13:00:22
ფინეთის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ წამალზე, რომელიც ლუდომანებს, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს მავნე ჩვევისგან განკურნავს. ეს იქნება ცხვირის სპრეი, რომლის აპრობირება 30-მა მოხალისემ უკვე გაიარა.   ეს არ არის ფინელი მეცნიერების პირველი მცდელობა - ადრე ისინი ცდილობდნენ ლუდომანიის მკურნალობას აბებით, თუმცა ამ იდეამ წამლის ნელი მოქმედების გამო არ გაამართლა.   „მოთამაშეები ძალიან აზარტულები არიან. სურვილი...

მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა, მისი სამართალმემკვიდრე მოიძებნოს

person access_time2018-01-18 17:24:15
იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს, – განაცხადა პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორმა, ლაშა ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. „ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრე მოიძებნოს, რაც სამართალდარღვევა არ არის“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ. მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ...


მსგავსი სიახლეები