საპარლამენტო უმრავლესობა არაკვალიფიციური გადაწყვეტილების გამოსწორებას ცდილობს

access_time2017-09-08 10:00:34

„კომერსანტი“ აგრძელებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებების ექსპერტებთან განხილვას. პარლამენტმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძენის შეჩერების შესახებ დადგენილი მორატორიუმი გარდამავალ ეტაპზე არ გავრცელდება ბანკებსა და მიკროსაფინანსოებზე. საევე, გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობისათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, მორატორიუმიდან გამონაკლისის დაშვებასთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

საკითხზე მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ამ კანონპროექტით ნარჩუნდება ის პრინციპი, რომ მიწა არის განსაკუთრებული რესურსი და მისი მესაკუთრე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. მისი თქმით, კანონპროექტის მიღება ხდება იმის გამო, რომ რომ არ შეიქმნას სამართლებრივი ვაკუუმი, და საკუთრების კონსტიტუციური უფლება იყოს დაცული. ოხანაშვილის თქმით, კანონპროექტი მიიღება გარდამავალი ეტაპისთვის, სანამ არ იქნება მიღებული ორგანული კანონი, რომელიც დაარეგულირებს მიწის საკითხს.

 

 კანონპროექტით კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეძლევათ ვალდებულება შესაბამისად ორი და ერთი წლის ვადაში გაასხვისონ მათ საკუთრებაში არსებული მიწები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა რატომ შევიდა საფინანსო სექტორი გამონაკლისებს შორის და რა ეკონომიკური ეფექტი ექნება მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?

 


„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე განმარტავს, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტლება სავარაუდოდ იმიტომ მიიღო, რომ ბანკებში სესხის უზრუნველყოფა მიწით მოხდეს. ანუ, სახელმწიფომ ამით ერთგავარად დააინტერსა საბანკო-საფინანსო სექტორი. 

 

„ჩვენთან ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მფლობელობაში ძალიან დიდია უცხოელების წილი, მხოლოდ 1-2 ბანკია, სადაც უცხოური კაპიტალის წილი მცირეა. რომ არა ეს ცვლილება მიწის მფლობელს ბანკში გაუჭირდებოდა მიწა უზრუნველყოფის ფორმით ჩაედო და ასე გამოეტანა სესხი. ეს სოფლის მეურნეობის განვითრებას ხელს შეუშლიდა. ისედაც, ბანკი მოხარული არ არის ხოლმე, რომ მიწა ჩაიდოს უზრუნველყოფაში თუ ის არ არის რამე სტრატეგიული. ამით ერთგვარად ბანკები დააინტერესეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ადამიანი ვეღარ აიღებდა სესხს, ანუ ბანკი მიწას უზრუნველყოფაში აღარ ჩაიდებდა. ფაქტობრივად, აზრი არ ექნებოდა, რადგან, ფერმერი თუ სესხს ვერ დაფარავდა, ბანკი მიწას მფლობელობაში ვერ წამოიღებდა და გაიზრდებოდა რისკი. შედეგად, თუ 10 პროცენტად სესხს აძლევდნენ ფერმერს, ამის შემდეგ საპროცენტო განაკვეთი გაიზრდებოდა. მიწა როგორც უზრუნველოყოფის აქტივი მაღალრისკიანი გახდებოდა“, - აცხადებს ნამჩავაძე. 

 

რაც შეეხება უკუეფექტს, ნამჩავაძე სრულიად იზიარებს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას და თვლის, რომ კანონში შესატანი ცვლილება აბსოლუტურად დადებითი ეფექტის მომტანი იქნება. 

 

როგორც ცნობილია, “ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი პროექტი დაჩქარებული წესით განიხილება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საწინააღმდეგოდ იღებს.

 

პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და ილია წულაია. კომერსანტი ცდილობდა კანონპროექტის ყველა ინიციატორთან დაკავშირებას, თუმცა, უშედეგოდ. 

 

 

 ავტორი: კომერსანტი



ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები