აჭარაში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

access_time2017-09-07 15:30:00

ხვალ, აჭარაში, სასტუმრო შერატონში, სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მსგავსი მასშტაბისა და თემატიკის კონფერენცია რეგიონში პირველად ტარდება. 7 ქვეყნის 150-ზე მეტი უცხოელი და ქართველი ტურიზმის დარგის სპეციალისტი სოფლის ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტებს ორი დღის განმავლობაში განიხილავს. კონფერენციის მიზანი ევროპული გამოცდილების გაზიარება და სოფლის ტურიზმის დარგში დანერგვაა.

 

 

კონფერენციის ფარგლებში მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტები ჩაატარებენ პრეზენტაციებს, მოხსენებებს, სემინარებსა და დისკუსიებს სოფლის ტურიზმის განვითარების პერსპექტივების შესახებ. ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციის EUROGITES  წევრი ორგანიზაციები და საოჯახო-სასტუმრო სახლების მფლობელები კი სტუმრებს ლიტვას, თურქეთის, მოლდოვას, საფრანგეთისა და უკრაინის გამოცდილებას გააცნობენ. მოეწყობა გაცნობითი პრაქტიკული ვიზიტები აჭარის რეგიონის ტურისტულ მარშრუტებზე.

 

 

კონფერენციის ძირითადი თემებია:


 

  • სოფლის ტურიზმი - არსებული სიტუაცია და განვითარების ტენდენციები
  • სოფლის ტურიზმის დარგში საუკეთესო გამოცდილება და გამოწვევები
  • ინოვაციები ტურიზმში
  • ღვინის წარმოებისა და ღვინის ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტები
  • სოფლის ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტები
  • სოფლის ტურიზმის ზოგადი სტანდარტები და კატეგორიზაცია

 

 

კონფერენციაში მონაწილეობას ტურიზმის დარგის ექსპერტები, ტურიზმის სექტორში დასაქმებული ორგანიზაციების, საოჯახო-სასტუმრო სახლების, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ასევე ტურისტული სააგენტოების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი დაესწრებიან.

 

 

კონფერენცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. სააგენტო 2015 წლიდან გაერთიანებულია ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციაში, რომელიც 27 ქვეყნის 35 პროფესიულ ორგანოს აერთიანებს. 

 

 



„კრიპტოვალუტა ციფრული აქტივების ერთიანობაა“ - ქართული კომპანია კრიპტოვალუტაზე, რისკებსა და სამუშაო მექანიზმზე

person access_time2018-01-16 19:30:34
კრიპტოვალუტა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვაა ფულით დაინტერესებული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ბოლო თვეების მანძილზე. თემის აქტუალობამ კრიპტოექსპერტებისა და კონსულტანტების აუცილებლობა განაპირობა, ხოლო მაინინგი აქტიურად მოექცა საზოგადოების ინტერესის არეალში. ამ ყველაფრის პარალელურად, კრიპტოვალუტის გარშემო არის უამრავი კითხვა, რომელთაგან ხშირად დასმულ კითხვებს Bitforx-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი, ნიკა ცოტნიაშვილი პასუხობს. — რა მექანიზმით...

ავტოიმპორტიორები VS „სიტროენ ჯორჯია“ - კომპანიები სარჩელის დაუშვებლად ცნობას ითხოვენ

person access_time2018-01-16 18:30:22
6  ბრენდული ავტომწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში კონკურენციის სააგენტოს განცხადებით მიმართავენ და „სიტროენ ჯორჯიას“ სარჩელის დაუშვებლად ცნობას თხოვენ. განცხადებას ხელს „ჰიუნდაი ავტო საქართველო“, ჯითი მოტორსი, „სტრადა მოტორსი“, „იბერია ავტო“, „კია მოტორს ჯორჯია“ და „ფრანს ავტო“ აწერს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ კონკურენციის სააგენტოში შეტანილი სარჩელი იმის შესახებ, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების...

მთავრობის 620-გვერდიანი დადგენილება ცუდი ენით არის ნათარგმნი და მისი გაგება რთულია

person access_time2018-01-16 14:30:35
2017 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში ტექნიკური რეგლამენტი - „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“ ამოქმედდა. მთავრობის 620-გვერდიან დადგენილებაში საუბარია უსაფრთხოების მისაღწევად საჭირო მინიმალურ მოთხოვნებზე, როგორიცაა გასასვლელების სათანადოდ დაპროექტება, ხანძრისა თუ სხვა საფრთხეებისგან დაცვა, კიბეებისა თუ ლიფტების შესაბამისი წესების დაცვით მოწყობა და ა.შ. თუმცა, რეგლამენტის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ დეველოპერები მშენებლობის ნებართვების „გაჭედვასა“ და უძრავი...

JTI: „თამბაქოს მოხმარების შემცირების 20%-იანი მაჩვენებელი რეალურ ვითარებას არ ასახავს“

person access_time2018-01-16 17:30:41
თამბაქოს მოხმარების 20%-ზე მეტად შემცირებაზე გაჟღერებული მაჩვენებელი ბაზარზე არსებულ რეალურ ვითარებას არ ასახავს, - აცხადებს Japan Tobacco International (JTI) -ის მარეგულირებელ საკითხთა მენეჯერი კავკასიის რეგიონში, ივა ხასია და გაზრდილ კონტრაბანდაზე მიუთითებს. ივა ხასია ამბობს, რომ დიდი ოდენობით, უკანონოდ შემოტანილი თამბაქო არსად აღირიცხება, თუმცა მომხმარებლამდე აღწევს, რაც მას უფრო იაფად სიგარეტის შეძენის შესაძლებლობას აძლევს. განსაკუთრებით...

2 თვეში გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა 4,7 ათასით გაიზარდა

person access_time2018-01-16 13:30:29
...


მსგავსი სიახლეები