მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქალაქი

access_time2017-09-03 16:00:52

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, 35 წლის შემდეგ დედამიწის მოსახლეობის 2/3 ქალაქებში იცხოვრებს. უფრო კონკრეტულად, ქალაქებში მცხოვრებთა რაოდენობა 2,5 მლრდ–მდე გაიზრდება. ამ ნაკადის მისაღებად ქალაქების ხელისუფლებებს მოუწევთ შესაბამისი ღონისძიებების გატარება. პირველ რიგში, აუცილებელია ახალი ტექნოლოგიების განვითარება, რომელიც ქალაქის მოსახლეობის ცხოვრების მაღალ დონეს უზრუნველყოფს.

 

კვლევითი ორგანიზაცია 2thinknow–მ ტექნოლოგიურად განვითარებული და ინოვაციური ქალაქების რეიტინგი შეადგინა, სადაც გათვალისწინებული იქნა 10 ფაქტორი, მათ შორის,  სტარტაპების რაოდენობა, ინოვაცია და ა.შ.

 

წარმოგიდგენთ მსოფლიოს 10 ქალაქს, რომლებიც ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებულია.

 

 

ჩიკაგო, აშშ

 

ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ჩიკაგო აღმოჩნდა ამერიკული ქალაქების ტოპ-ხუთეულში მაღალი ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული ადამიანების რაოდენობით. ბოლო წლებში, ქალაქმა  ამ მხრივ საგრძნობლად გაიუმჯობესა პოზიციები. გარდა ამისა, ჩიკაგო  ქალაქდაგეგმარების დარგში ინოვაციების ცენტრია. ამაში დიდი როლი პროექტ CityWorks-მა ითამაშა, რომლის მიზანიც  ტრანსპორტის და ენერგეტიკის პრობლემების გადაწყვეტაა. 

 

 /

 

ტორონტო, კანადა

 

ამ ქალაქში ბევრი სტარტაპია, ვითარდება ინოვაციური ინფრასტრუქტურა. ტორონტოში მდებარეობს კანადაში მოქმედი მაღალტექნოლოგიური კომპანიების 30%–ი. მათი დიდი ნაწილის თანამშრომელთა რაოდენობა არ აღემატება 50 ადამიანს. ეს ნიშნავს, რომ ქალაქში მოქმედებს ბევრი ახლადშექმნილი კომპანია, რომელიც მზადაა  მისი იერსახე შეცვალოს.

 

/

 

სინგაპური

 

აქ ცხოვრობს და მუშაობს ძალიან ბევრი პროგრამისტი, ინვესტორები, რომლებიც მზად არიან ფული პერსპექტიულ სტარტაპებზე დახარჯონ . ქალაქში ასევე მუდმივად შენდება ახალი ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, შეიქმნა ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა, რომელიც ძირითადად საზოგადოებრივ  ტრანსპორტს ეყრდნობა .

 

/

 

ბოსტონი, აშშ


 

ბევრი საოცარი ტექნოლოგია, რომელიც გაჩნდა ბოლო წლებში,  სწორედ ამ ქალაქში დაიბადა, ისეთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში დაიბადა, როგორებიცაა: მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი,  ჰარვარდის უნივერსიტეტი და მრავალი სხვა. ქალაქში მუშაობენ ინვესტორები, რომლებიც კაპიტალს პერსპექტიულ სტარტაპებში აბანდებენ .

 

/

 

 

ტაიბეი, ტაივანი

 

ტაიბეი  სამრეწველო დიზაინის მსოფლიოს ერთ-ერთი ცენტრია. ის  მრავალი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ლიდერობს.  ქალაქში მდებარე კომპანიები აწარმოებენ აპარატურას და მოწყობილობას. ტაიბეიში განლაგებულია ისეთი კომპანიების ცენტრალური ოფისები, როგორებიცაა: ASUS, MSI, Gigabyte და Acer.

 

/

 

სეული, სამხრეთ კორეა

 

სეულს ხშირად უწოდებენ მომავლის ქალაქს. ინოვაციები აქ თითქმის ყველგანაა. სეულში დარეგისტრირებულია იმაზე მეტი პატენტი, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქალაქში, იქ ძალიან განვითარებულია მაღალი ტექნოლოგიები, რომლებიც ჰარმონიულად შერწყმულია ყოველდღიურ ცხოვრებასთან.

 

 

/

 

ლოს-ანჯელესი, აშშ

 

კინემატოგრაფია არ არის ერთადერთი დარგი, რომელიც კარგადაა განვითარებული ლოს-ანჯელესში. 2014 წლის მონაცემებით ლოს-ანჯელესში იყო ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, ვიდრე ამერიკის ნებისმიერ სხვა ქალაქში. ტექნოლოგიურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ინვესტორები და სტარტაპები.

 

/

 

 

ლონდონი, ინგლისი

 

ლონდონი გახდა იდეალური სატრანსპორტო სისტემის მქონე ქალაქი და ეს დაკავშირებულია პროექტთან Crossrail. 2018 წლისთვის 10 ახალი სარკინიგზო ხაზი შეაერთებს 30 სადგურს ახალი გვირაბებით. ასევე ლონდონში ძალიან ბევრი სტარტაპი და ინვესტორია. ლონდონში ტექნოლოგიების სფეროში მეტი სამუშაო ადგილია, ვიდრე მთელ კალიფორნიაში.

 

 

/ 

 

ნიუ-იორკი, აშშ

 

ნიუ-იორკში განლაგებულია 7 000 მაღალტექნოლოგიური კომპანიის ოფისი, სადაც მუშაობს 100 000 ადამიანი. ასევე ქალაქი გამოირჩევა სისტემა LinkNYC-ით, და უფასო Wi-Fi-ქსელით, რომელიც მოიცავს 500 წერტილს მანჰეტენზე.

 

 

/

 

სან-ფრანცისკო, აშშ

 

სილიკონის ველი არის მსოფლიოში ტექნოლოგიების განვითარების ოქროს სტანდარტი. ამიტომაც სილიკონის ველის მთავარი ქალაქი მსოფლიოში ტექნოლოგიების განვითარების ლიდერად ითვლება.  ის არის ახალი იდეების და მიღწევების უდავო ცენტრი, ამის გარდა, სან-ფრანცისკოში ბევრი ინვესტორია, რომელიც მზადაა მხარი დაუჭიროს საინტერესო პროექტებს.

 

 

/

 

vestifinance.ru



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები