მსხვილ ტენდერებში მონაწილეობისთვის კომპანიებს აუდირებული ფინანსური ანგარიშვალდებულება ეკისრებათ – ეს ბაზარს გააჯანსაღებს

access_time2017-08-24 09:30:48

„მსხვილ ტენდერებში მონაწილე კომპანიებისთვის დაწესებული მოთხოვნები ბაზარს გააჯანსაღებს“ - ასე აფასებს „კომერსანტთან“ საუბარისას „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“  აღამსრულებელი დირექტორი ანა საბახტარაშვილი იმ ახალ რეგულაციას, რომელიც 1–ლი ოქტომბრიდან ამოქმედდება და ინფრასტრუქტურულ ტენდერებში მონაწილე კომპანიებზე გავრცელდება. როგორც ცნობილია, ინფრასტრუქტურულ ტენდერში მონაწილეობისთვის კომპანიებს ბოლო 1 წლის აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას მოთხოვენ. 

 

ანა საბახტარაშვილი განმარტავს, რომ ბოლო პერიოდში ხშირი იყო დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული სამუშოების შემთხვევები. მათგან კი უმრავლესობა მოდის არამხოლოდ ხარისხობრივად,  არამედ ფინანსურად არამდგრად კომპანიებზე. როგორც საბახტარაშვილი განმარტავს, სწორედ ასეთი კომპანიები იღებდნენ ტენდერებში მონაწილეობას.

 

მისი განცხადებით, დადგეგმილი რეგულაცია მნიშვნელოვანია როგორც დამკვეთისთვის, ისე ჯანსაღი კონკურენციისთვის.

 

როგორც საბახტარაშვილი განმარტავს, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ აბსოლუტურად იზიარებს დაგეგმილ ცვლილებების არსს და თვლის, რომ ასეთი მოთხოვნები ბაზარზე საკმაოდ კარგად აისახება.

 

კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს ეს რეგულაცია ბაზრიდან მცირე კომპანიების გაქრობას ან მათ გამსხვილებას, საბახტარაშვილი განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში საუბარია აუდიტის ვალდებულებაზე, რომელიც შესაძლოა, კარგი შედეგებით დასრულდეს როგორც მცირე მასშტაბის, ისე დიდი ზომის კომპანიებშიც.

 

„მცირე კომპანიებსაც შეუძლიათ სრულებით დამაკმაყოფილებლად გაიარონ აუდიტი და კარგი შედეგი დადონ. ამიტომ კომპანიის მასშტაბს მნიშვნელობა არ აქვს. პრობლემები შეიძლება დიდ კომპანიასაც ჰქონდეს“-აცხადებს საბახტარაშვილი.

 


როგორც ცნობილია, ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნა ქართული კომპანიებისთვის სავალდებულო 1–ლი ოქტომბრიდან გახდება და ყველა იმ ტენდერზე გავრცელდება, რომელსაც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ან მის სისტემაში შემავალი სტრუქტურები გამოაცხადებენ და რომლის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტი იქნება.

 

ამასთან, ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩატარებული უნდა იყოს: აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში (www.saras.gov.ge/ka/Register/RegisterAuditorCompanies?IdCode=&IsAuthority=true&IsAuthority=fa lse&Name=) რეგისტრირებული საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (სდპ) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილი აუდიტორული ფირმებიდან ერთ-ერთის მიერ. ან აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში (www.saras.gov.ge/ka/Register/RegisterAuditorCompanies) რეგისტრირებული აუდიტორული ფირმებიდან ერთ-ერთის მიერ, რომელსაც დაკმაყოფილებული აქვს ხარისხის კონტროლის მონიტორინგის მოთხოვნები.

 

გარდა ამისა, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების მიერ 2017 წლის 1–ლი ოქტომბრის შემდეგ სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოცხადებულ ყველა ტენდერში, რომლის სავარაუდო ღირებულება აღემატება 1 000 000 ლარს, მონაწილე სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი საზღვარგარეთ რეგისტრირებული მიმწოდებლების მიმართ ერთ-ერთი სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნა იქნება ბოლო ორი წლის აუდირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთან, ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩატარებული უნდა იყოს: იმ საერთშორისო აუდიტური გაერთიანების წევრი კომპანიის მიერ, რომელსაც საქართველოში ყავს წევრი, წარმომადგენლობა ან ფილიალი და ეს უკანასკნელი რეგისტრირებულია საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (სდპ) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილი აუდიტორული ფირმების რეესტრში ან რომელსაც დაკმაყოფილებული აქვს ხარისხის კონტროლის მონიტორინგის მოთხოვნები“.

 

ტენდერში მონაწილე კომპანიების მიმართ ფინანსური ანალიზის წარდგენის მოთხოვნაზე „კომერსანტთან“ 2017 წლის მარტში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანია კავკაზუს როუდ პროჯექტის ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე  საუბრობდა.

 

კავკაზუს როუდ პროჯექტის ხელმძღვანელი მაშინ ხელისუფლებას სთხოვდა, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიას ჰქონოდა ვადლებულება წარმოედგინა ფინანსური ანალიზი იმისა, გასტუმრებული ჰქონდა თუ არა თანამშრომლების ხელფასები. „კეთილი ინებოს ნებისმიერმა კომპანიამ და გასწორებული ბალანსები მიიტანონ სატენდერო კომისიაში და აქვთ თუ არა სახელფასო დავალიენება ეგ თქვან -აცხადებდა  ტრაპაიძე.

 


ამასთან, განმარტავდა, რომ ელექტრონულ ტენდერებში მსგავსი პრობლემა დიდი ხანია რაც არსებობს, თუმცა, ამაზე ღიად არავინ არ საუბრობს.

 

შეგახსენებთ, 2017 წლის მარტში  პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიები გააფრთხილა. მისი განცხადებით, არის შემთხვევები, რომ როდესაც კომპანიები ახორციელებენ ტენდერებს და უგვიანებენ ხელფასებს თანამშრომლებს. მან სამართალდამცავებს მოუწოდა, რომ მსგავსს შემთხვევებზე იყოს მკაცრი რეაგირება.

 

„ბოლო პერიოდში რამდენიმე უარყოფითი პრეცედენტი გვქონდა, განსაკუთრებით ეს არის მუნიციპალური ტენდერების შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო ფულით კომპანიები ახორციელებენ ტენდერებს და უგვიანებენ ხელფასებს თანამშრომლებს. ეს არის აბსოლუტურად მიღებელი პრაქტიკა. მინდა გთხოვოთ ბატონო ზურაბ (ზურაბ ალავიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი), რომ ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდეს კონტროლი ამ თვალსაზირისით, - განაცხადა მაშინ პრემიერმა. კვირიკაშვილის თქმით, თუ კი სადმე არის ამგვარი პრაქტიკა, მას უმკაცრესი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 

 

 



2 თვეში გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა 4,7 ათასით გაიზარდა

person access_time2018-01-16 13:30:29
...

„არავინ იცის, როგორი დენი მიდის მომხმარებლამდე!“ - ენერგეტიკოსები ელექტროენერგიის ხარისხის კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ

person access_time2018-01-16 11:10:24
ელექტროენერგიის ხარისხის კონტროლი გასამკაცრებელია. ენერგეტიკოსების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ დენის ხარისხი არ კონტროლდება და ამით მომხმარებელი ზარალდება. ბოლო პერიოდში კომპანიებს ამ მხრივ გარკვეული ვალდებულებები დაეკისრათ, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში კი ამტკიცებენ, რომ ელექტროენერგიის ხარისხი დამაკმაყოფილებელია. ენერგეტიკოსები ეჭვობენ, რომ დენის ხარისხის კონტროლი არ მიმდინარეობს....

H&M-მა და არჩევნებმა გარე სარეკლამო ბაზარი 15%-ით გაზარდა - outdoor.ge

person access_time2018-01-16 12:15:18
„გასულ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით დატვირთული ბანერების რაოდენობამ 70-80% შეადგინა“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ სარეკლამო სააგენტო outdoor.ge-ს დირექტორმა ზურაბ პერტაიამ განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე გარე სარეკლამო ბაზარი საკმაოდ დატვირთულია, თუმცა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, ბაზარზე შესაძლოა, მცირედი ცვლილებები მოხდეს. „ამ ეტაპზე სარეკლამო ბაზარი...

„მივიღე მტკივნეული გაკვეთილი - დისტანცია უნდა დავიჭირო იმ ქვეყნების შიდა პოლიტიკისგან, სადაც ჩემი ფონდი ოპერირებს“

person access_time2018-01-15 20:00:38
ჯორჯ სოროსის განცხადებით, იგი ნაციონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ აპირებს - იდეოლოგიის, რომელსაც იგი „დომინანტს“ უწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მილიარდერმა ინვესტორმა Financial Times-თან ისაუბრა. საუბარი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც შეეხო. „დეჟა ვუ მაქვს - მსოფლიოში დომინანტი იდეოლოგია კვლავ ნაციონალიზმია. ევროკავშირი დაშლის პირას არის, რუსეთი კი ძალას იკრებს - ქვეყანა, რომელიც ნაციონალიზმზეა დაფუძნებული,“ განაცხადა...

რეგულაციების დაწესება სათამაშოების ბაზარზე - რას ითხოვენ ქართველი მწარმოებლები ხელისუფლებისგან

person access_time2018-01-16 10:20:35
პოპულარიზაცია, წარმოების ზრდა და უსაფრთხო სათამაშოები — ეს ის საკითხებია, რის დაყენებასაც სათამაშოების ქართველი მწარმოებლები სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე გაახმაურებენ. როგორ კომპანიებში აცხადებენ, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ნაბიჯები იდგმება, თუმცა წარმოების გაზრდისთვის და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ეს საკმარისი არ არის. როგორც ცნობილია, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე არსებული გამოწვევებისა და...


მსგავსი სიახლეები