ბიზნესმენი თუ „ბულგარელი განგსტერი“ ?! – რა იცოდა ფინანთა სამინისტრომ ლატარიის ახალი კომპანიის ერთ-ერთი მფლობელის შესახებ

access_time2017-08-21 14:00:37

1–ლი სექტემბრიდან საქართველოში ლატარიას შპს „ჯი ენ ელ“ ჩაატარებს, რომლის 25%-ს ბულგარეთში რეგისტრირებული New Games ფლობს. კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი და მფლობელი ცნობილი ბულგარელი ბიზნესმენი ვასილ ბოჟკოვია. როგორც სააგენტო on.ge წერს, ბულგარეთში აშშ-ის ელჩის ერთ-ერთი ანგარიშში, რომელიც “ვიკილიქსით” გავრცელდა, ბოჟკოვი განგსტერად და ფულის გამთეთრებლადაა მოხსენიებული.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა, იცოდა თუ არა ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრომ და თუ არ იცოდა, რატომ არ გაადამოწმა, ტენდერში მონაწილე კომპანიების შესახებ ინფორმაცია. დიმიტრი ქუმსიშვილის უწყებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს, სამინისტროში „კომერსანტს“ მხოლოდ ის განუცხადეს, რომ „ტენდერი საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა“.

 

რატომ მიეცა სკანდალში გახვეულ კომპანიას საქართველოში ლატარიის ჩატარების უფლება და ხომ არ დაინტერესდება აღნიშნული საკითხით პარლამენტი, ამის გარკვევას „კომერსანტი“ დეპუტატებთან შეეცადა. 2 დღის განმავლობაში ჩვენს ზარებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების უმრავლესობამ არ უპასუხა. ნაწილმა კი, ვინც ჩვენს ზარებს უპასუხა, კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და ამის მიზეზად „საკითხის არცოდნა“ დაასახელა.

  

როგორც ცნობილია, საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერი ფინანსთა სამინისტრომ ჩაატარა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო და გამარჯვებულიც ის გახდა. შესაბამისად, 1–ლი სექტემბრიდან საქართველოში ლატარიას შპს „ჯი ენ ელ“ ჩაატარებს.

 

კომპანია „ჯი ენ ელ“-ი გასული წლის 25 იანვარს დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, რეგისტრაციის მომენტში კომპანიის 100%-იან წილს მისი მოქმედი დირექტორი ლევან ხუნდაძე ფლობდა. გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, კომპანიის მფლობელები უკვე ბულგარეთში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება New Games და შპს „ვინ“ არიან, რომლებიც იმ დროისათვის 50%-50%-იან წილებს ფლობდნენ. რეესტრის 2017 წლის 20 ივლისის მონაცემებით კი, New Games-ი კომპანიის 25%-იანი წილის; ხოლო „ვინ“ 75%-იანი წილის მფლობელები არიან.

 

კომპანია „ვინ“-ს, რეესტრში ის 2016 წლის 30 ნოემბერს დარეგისტრირდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე კობა ღურწკაიაა. რეესტრის მონაცემებით, ღურწკაია შპს „სი ბი ეს ჯგუფის“ გენერალური დირექტორია, რომლის 50%-50%-იან წილებს ბიზნესმენები - ხვიჩა მაქაცარია და თეიმურაზ არონია ფლობენ. სამივე მათგანი ინტერნეტპროვაიდერი კომპანიის „კავკასუს ონლაინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან.

 

რაც შეეხება New Games-ს, როგორც on.ge წერს, ის ბულგარეთის ლატარიის ეროვნული კომპანიაა. მისი ერთ–ერთი მფლობელი კი სკანდალური პიროვნება ვასილ ბოჟკოვია. როგორც on.ge წერს, ვიკილიქსის საშუალებით გავრცელდა 2005 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომელშიც თავმოყრილია ინფორმაცია ბულგარეთის ორგანიზებულ დანაშაულის ფიგურების შესახებ და რომელიც ბულგარეთში აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს პარდიუმ შეიმუშავა. აღნიშნულ დოკუმენტში წერია, რომ 2004 წლის ბოლოს ბულგარეთში 118 ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფი ოპერირებდა და მათ შორის, ერთ-ერთი ფიგურა ვასილ ბოჟკოვი იყო. ანგარიშის მიხედვით, მისი არალეგალური აქტივობები ფულის გათეთრებას, პრივატიზაციასთან დაკავშირებული თაღლითობას, დაშინებას, გამოძალვასა და რეკეტირებას უკავშირდება.


 

დოკუმენტის თანახმად, ბოჟკოვი დაკავშირებული იყო კომპანია Intergroup-თან, რომელსაც ნარკოტიკებთან, ფინანურ თაღლითობასთან, მოპარული მანქანებით ვაჭრობასთან, კონტრაბანდასთან, გამოძალვასა და პროსტიტუციასთან აქვს კავშირი. ვასილ ბოჟკოვი და Intergroup, თავის მხრივ, დაკავშირებული არიან ივან ტოდოროვთან, რომელიც დოკუმენტებში მოხსენიებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნარკორეალიზატორი ბალკანეთში.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს გარდა, New Games ბულგარეთშიც უზრუნველყოფს ეროვნული ლატარიის ჩატარებას. ერთ-ერთი სკანდალი, რომელიც საერთაშორისო მედიაშიც მოხვდა სწორედ ამ გათამაშებას უკავშირდება. 2009 წელს ლატარიაში ზედიზედ ორჯერ ამოვიდა ერთი და იგივე ციფრები. ლატარიის კომპანიამ აღნიშნულს გიჟური დამთხვევა უწოდა და იმ ფაქტზე მიუთითა, რომ რიცხვების ამოსვლის რიგითობა განსხვავდებოდა.

 

BBC-ის ცნობით, მაშინ ბულგარეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მანიპულაცია შეუძლებელი იყო. მათემატიკოსები კი ამბობდნენ, რომ ზედიზედ ორჯერ ზუსტად იმავე ციფრების ამოსვლის ალბათობა ოთხ მილიონში ერთი იყო, თუმცა დამთხვევებიც ხდება.

 

ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის (OCCRP) ცნობით, ვასილ ბოჟკოვმა (მეტსახელად თავის ქალა - The Skull) თავისი პირველი კომპანია 1990 წელს დააარსა. ორ პარტნიორთან, ილია პავლოვთან და მლადენთან ერთად დაფუძნებული IGM აზარტული თამაშების ჯგუფი ძალიან წარმატებული, შემოსავლიანი და გავლენიანი გახდა აღმოსავლეთ ევროპაში. 2008 წლის მონაცემებით, ბოჟკოვის იმპერია Noveholdings 30 კომპანიას აერთიანებდა. მის ჰოლდინგში შედის ისეთი კაზინოები, როგორიცაა London Casino სოფიაში მდებარე სასტუმრო რედისონში და Rila Casino, ასევე სოფიაში მდებარე სასტუმრო რილაში. ვასილ ბოჟკოვი დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს და ბულგარეთსა და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულს ატარებს.

 

2004 წელს, ბოჟკოვთან პარტნიორობის გაწყვეტისა და მასთან კონკურენციის შემდეგ, ილია პავლოვი მოკლეს. ვასილ ბოჟკოვი ეჭვმიტანილად არასდროს დასახელებულა და კონკურენტის გაქრობის შემდეგ ბისი ბიზნესიც აყვავდა. ბოჟკოვი სარგებელს ძლიერი პოლიტიკური კავშირებითაც იღებდა.

 

ბულგარული დამოუკიდებელი მედიის 2011 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ ვასილ ბოჟკოვი ნელ-ნელა სცილდება კრიმინალს, თუმცა ბიზნესმენი მოხსენიებულია როგორც ორგანიზებული დანაშაულის ფიგურა OCCRP-ის 2015 წლის პუბლიკაციაშიც. მისი ჰოლდინგის ლეგალური ბიზნეს ინტერესები ძირითადად აზარტულ თამაშებს და Duty Free მაღაზიებს უკავშირდება. 2005 წლის ვიკილიქსის დოკუმენტების თანახმად, ბოჟკოვი, ასევე, ფლობს ბულგარულ საფეხბურთო კლუბს და სამოდელო სააგენტოს, - წერს on.ge. 

 

ბიზნეს-სამართლის ექსპერტი აკაკი ჩარგეიშვილის განცხადებით, ლატარიის კომპანიის შესახებ თავიდანვე ბევრი კითხვა არსებობდა და ახლაც, როდესაც გამარჯვებული კომპანიის ერთ–ერთი მეწილე განგსტერად არის მოხსენიებული ბევრ კითხვის ნიშანს გააჩენს.  

 

„თუ ეს ადამიანი არის ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე, აუცილებელია, რომ კომპანიის საქართველოში საქმიანობის მიმდინარეობისას ჩატარდეს მონიტორინგი. და ნებისმიერო დარღვევის შემთხვევაში გადაეცეს საქმე შესაბამის ორგანოებს.

 

თავად ის ფაქტი, რომ ხელისუფლება ლატარიის ჩამტარებელ კომპანიას, ანუ ინვესტორს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა, კითხვებს აჩენს. სატენდერო პირობებიც, როგორც ვიცი, სრულყოფილი არ არის. ამიტომაც აუცილებელია, რომ კითხვებსაც გაეცეს პასუხი“, – განუცხადა „კომერსანტს“ ჩარგეიშვილმა.

 

 

 



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები