მთავარი გვერდი

„თბილისში მოსახლეობის 70%-ს ახალი ბინის შეძენის საშუალება არ აქვს“ - ვინ ყიდულობს დედაქალაქში უძრავ ქონებას?

person access_time2017-08-29 09:30:26

დედაქალაქის ცენტრში უძრავ ქონებას ძირითადად უცხოელები, ემიგრანტები და მდიდარი ქართველები ყიდულობენ, პერიფერიებში კი ადგილობრივები - ტენდენცია, რომელიც უკვე წლებია არსებობს, არ შეცვლილა. ამ დროს კი, თბილისის გენერალური გეგმის მიხედვით, მოსახლეობის 70%-ს ახალი ბინის შეძენის შესაძლებლობა არ გააჩნია.

 

საქართველოში, განსაკუთრებით დედაქალაქში უკვე 2 ათეულ წელზე მეტია საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. თბილისის თითქმის ყველა უბანში შენდება კორპუსები, ნაწილი არის პრემიუმ-კლასის, ნაწილი კი საშუალოშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი. წლების განმავლობაში იყო ასეთი ტენდენციაც, რომ დედაქალაქის ცენტრში ბინებს ძირითადად უცხოელები და ემიგრანტები ყიდულობდნენ. შენარჩუნებულია თუ არა ეს ტენდენცია, „კომერსანტი“ ამის გარკვევას თავად დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებთან შეეცადა. 

 

როგორც კომპანია GDG-ის ხელმძღვანელი ბეჟან წაქაძე აცხადებს, პრესტიჟულ უბნებში ბინის მყიდველებს შორის ემიგრანტები და უცხოელები სჭარბობენ. ასევე, შეინიშნება ტენდენცია, რომ განსაკუთრებული მოთხოვნა და ერთ და ოროთახიან ბინებზეა. 

 

„ადგილობრივებს ძვირადღირებული ბინის ყიდვა ნაკლებად შეუძლიათ. ეს განსაკუთრებით იგრძნობა პრესტიჟულ უბნებში - ვერა, ვაკე, მთაწმინდაზე, სადაც მყიდველებს შორის ჩვენი ემიგრანტები, მდიდარი ქართველები და უცხოელები სჭარბობენ.  პერიფერიებში ვიცი, რომ მყიდველთა შორის უმრავლესობა ადგილობრივია. ასევე, არის ასეთი ტენდენცია, რომ საბურთალოზე, მთაწმინდაზე და ვაკის გარკვეულ უბნებში უფრო მეტი მოთხოვნაა მცირე ფართის ბინებზე - ერთოთახიანებზე და ოროთახიანებზე. თუმცა აბაშიძის ქუჩაზე ელიტარული სახლი რომ ავაშენეთ, იქ დიდი ფართის ბინები უფრო იყიდებოდა.“, - განუცხადა „კომერსანტს“ წაქაძემ. 

 

რაც შეეხება იმ პრობლემას, რომ მოსახლეობის 70%-ს არ გააჩნია საშუალება შეიძინოს ახალი საცხოვრებელი ფართი, ბეჟან წაქაძეც აღიარებს. მისივე თქმით, ცენტრალურ უბნებში ბინის გაყიდვის პრობლემა არ დგას, პერიფერიებში კი კონკურენციის გამო, რეალიზაცია შედარებით გართულებულია.

 

„სხვა წლებთან შედარებით, მოსახლეობას უძრავი ქონების ყიდვა ნამდვილად უჭირს. ქალაქის ცენტრალურ უბნებში ბინა გაუყიდავი არ რჩება, თუმცა ეს პრობლემა პერიფერიებში არსებობს. ადამიანები სესხს ვერ იღებენ არასტაბილური შემოსავლის და ლარის მერყეობის გამო. ახლა ბოლო პერიოდში კი არის ლარი სტაბილური, მაგრამ ხვალინდელი დღის მაინც ეშიანიათ. ბანკებიც იპოთეკურ სესხს იოლად არ გასცემენ. გარდა ამისა, პერიფერიებში მიწოდება ძალიან დიდია, ბაზარზე ბინები ბევრია, მყიდველი ცოტა. ამიტომაც რეალიზაცია აქ უფრო გართულებულია“, - აღნიშნა წაქაძემ.

  

დეველოპერული კომპანია „რედკოს” იურისტის, მალხაზ კუნელაურის განცხადებით, დედაქალაქში უძრავი ქონების მყიდველი ძირითადად ქართველია, თუმცა საკურორტო ზონებში უცხოელების მხრიდან დაინტერესება შედარებით დიდია. მისივე თქმით, გუდაურში, „რედკოს“ სასტუმრო კომპლექსში უძრავი ქონების მყიდველ უცხოელებს შორის რუსები, უკრაინელები და ყაზახები ლიდერობენ.

 

“გუდაურში, სადაც ჩვენი კომპანია სასტუმრო კომპლექსს აშენებს, უცხოელებიც ყიდულობენ ბინებს და ქართველებიც. უცხოელებში რუსები, უკრაინელები, ყაზახები სჭარბობენ. ჩვენს კონკრეტულ ბიზნესში დიფერენცირება არ შეინიშნება. თუმცა გუდაურში უცხოელების მხრიდან ბინების შეძენაზე მოთხოვნა უფრო დიდია, ვიდრე თბილისში. დედაქალაქში მომხმარებელი უფრო მეტად ქართველია. უცხოელებისთვის საქართველოს საკურორტო რეგიონებში ბინების შეძენა მეტად საინტერესოა. ამას არა მხოლოდ ჩვენი გაყიდვების, არამედ იმ სამშენებლო კომპანიების სტატისტიკაც ადასტურებს, ვისთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ“, - აღნიშნა კუნელაურმა.

  

ამასთან, მისი თქმით, სასტუმროს ნომრის ტიპის სახლები დიდი რაოდენობით იყიდება და ძირითადად მას გასაქირავებლად იყენებენ: „ჩვენ ძირითადად ვაშენებთ სასტუმროს ნომრის ტიპის, სტანდარტულ სახლებს „აპარტ ოტელებს“, რომელიც 35 კვადრატულია და ასეთ სახლებს ძალიან ბევრი ყიდულობს.  ეს არის მცირე ბიზნესითვის საინტერესო ინვესტიცია, მითუმეტეს საკურორტო რეგიონებში. ადამიანები „აპარტ ოტელებს“ ყიდულობენ, აქირავებენ და ამით პატარა ბიზნესი აქვთ წამოწყებული“, - აცხადებს კუნელაური.

 

რაც შეეხება უცხოელების მხრიდან უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებას, მალხაზ კუნელაური აღნიშნავს, რომ ამას დადებითი შედეგი მოაქვს ტურიზმის განვითარებისთვის.

 

„ამას დადებითი შედეგი მოაქვს ქვეყნისთვის - ერთი ის, რომ უცხოელი საქართველოში ფულს ხარჯავს და მეორე ის, რომ როცა მას საქართველოში ქონება აქვს, ქვეყანაში ყოველ წელს ჩამოდის, ან ნათესავს აგზავნის და ფულს ხარჯავს. ანუ ის ფაქტი, რომ უცხოელები ბინებს ყიდულობენ საქართველოში, ტურიზმის განვითარებას წაადგება“, - განაცხადა კუნელაურმა. 

 

ამასთან, მალხაზ კუნელაურის თქმით, მოსახლეობას უძრავი ქონების შეძენა უჭირს იმის გამო, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა უძრავი ქონების ფასთან ადეკვატური არ არის. 

 

„უძრავ ქონებას ადგილობრივ ბაზარზე რომ ყიდი, მისი ძირითადი მყიდველი ადგილობრივი მოსახლეობაა. რა თქმა უნდა, დღეს ადგილობრივ მოსახლეობას ბინების შეძენა უჭირს, რადგან იაფი არ არის. უძრავ ქონებასთან მიმართებით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა ადეკვატური არ არის. ამას ემატება ისიც, რომ სახლის შესაძენად ბანკიდან სესხის აღება სჭირდებათ და გარკვეული ბარიერების გადალახვა უხდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს უძრავი ქონების შეძენა უჭირთ, ბაზარზე მოთხოვნა მაინც არის“, - აღნიშნა „რედკოს“ იურისტმა.

 

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, “საბანკო სესხების გაცემის სისტემის ანალიზი აშკარას ხდის, რომ რეალურად, მოსახლეობის 70%-ს არ გააჩნია საშუალება შეიძინოს ახალი საცხოვრებელი ფართი. ამასთან, არსებული საბაზრო მდგომარეობით საცხოვრებელი არ არის ხელმისაწვდომი მოსახლეობის სულ მცირე 30%-სთვის. მომავალ წლებში აუცილებელი იქნება მოცემული პრობლემის ადეკვატური გადაჭრის გზების შემუშავება“, - აღნიშნულია მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში.

 

 

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი


„ჰუალინგ ჯგუფის“ ახალ პროექტს, ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზას, საქართველოში ყველაზე სრულყოფილი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გააჩნია

person access_time2017-09-25 13:10:52
„ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზას“ საქართველოში ყველაზე სრულყოფილი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გააჩნია.შენობაში დამონტაჟებულია ცეცხლის ქრობის ავტომატური სისტემა, არის 17 საევაკუაციო კარი და 18 საევაკუაციო კიბე. ყველა სართული აღჭურვილია ავტომატური სახანძრო ფარდებით, რომელთა ცეცხლმედეგობა 45 წუთია და რომლებიც, ხანძრის შემთხვევაში, უზრუნველყოფენ სექტორების განმხოლოებას. ყველა კარი ცეცხლგამძლე მასალით არის დამზადებული. თბილისის ზღვის პლაზას გააჩნია კარგად მომზადებული და გაწვრთნილი...

Bloomberg - კობა გვენეტაძე: 2018 წელს ქვეყანა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს - 3%-ს მიუახლოვდება

person access_time2017-09-25 13:15:59
მიმდინარე წელს, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად დატოვებს, 2018 წლიდან კი დაიწყება პოლიტიკის ეტაპობრივი შერბილება - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ Bloomberg-თან ინტერვიუში. წელს განაკვეთი უკვე ორჯერ გავზარდეთ, მაგრამ ჩვენი პროგნოზს თანახმად პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება მის ნეიტრალურ დონემდე, რომელიც 5 პროცენტის ფარგლებშია.“ საქართველომ 6 სექტემბერს...

S&P: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მართვისთვის საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივ კომპანიას დააფუძნებენ

person access_time2017-09-25 12:30:31
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედებით, უახლოეს პერიოდში, „საქართველოს რკინიგზაზე“  მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას  არ ელის Standard and Poor’s-ი.   სააგენტომ საქართველოს სარკინიგზო ოპერატორს რეიტინგი В+/В დონეზე დაუდასტურა, თუმცა რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურიდან“ „ნეგატიურამდე“ შეუმცირა.   სააგენტოს ექსპერტებს რკინიგზის მოდერნიზებისთვის საჭირო მაღალი კაპიტალური ხარჯები და ამავე დროს...

ხმაურის გადაჭარბებაზე აგვისტოში 37 ჯარიმა დაიწერა

person access_time2017-09-25 10:40:10
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების გამო, საპატრულო პოლიციამ ორ კვირაში საქართველოს მასშტაბით სულ 37 ჯარიმა გამოწერა. ჯარიმების ეს რაოდენობა ხმაურის შესახებ კანონის ამოქმედებიდან, 15 აგვისტოდან 31 აგვისტომდე დაფიქსირდა. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 77’-1 მუხლით ყველაზე მეტი 24 ჯარიმა თბილისში დაიწერა, შემდეგი არის აჭარა, სადაც სამართალდამცველებმა 10 ჯარიმა გამოწერეს, ხოლო ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და...

38 მილიონი 6 თვეში - კომერციული ბანკების შემოსავალი მოსახლეობისთვის დაკისრებული ჯარიმებიდან

person access_time2017-09-25 09:00:35
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, კომერციულმა ბანკებმა 2017 წლის 6 თვის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 37 982 147 ლარის შემოსავალი მიიღეს.  კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, 2017 წლის პირველ კვარტალში სესხებიდან ჯარიმის სახით 20 935 179 ლარის შემოსავალი მიიღეს. მეორე კვარტალში კი ამ შემოსავალმა 17 046 968 ლარი შეადგინა.   კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, 2017 წლის ორ კვარტალში...

სასტუმროების საფასო პოლიტიკა საქართველოში

person access_time2017-09-24 17:00:14
რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ საერთაშორისო ვიზიტორები საქართველოს, რა მიზნით ჩამოდიან ტურისტები ქვეყანაში და რა ტემპით ვითარდება საქართველოში სასტუმრო ბიზნესი, - თემების მიმოხილვით გადაცემაში ’’საქმიანი დილა“ Cushman & Wakefield Georgia-ს რეგიონალური დირექტორი ნინო რუხაძე საუბრობს.  -ქალბატონო ნინო, დღესდღეობით საქართველოში როგორც საერთაშორისო, ისე ქართული ბრენდების სასტუმროების მშენებლობის ბუმია, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა და რატომ...

გაზრდილი ექსპორტის მიუხედავად ყურძნის ფასი ისევ დაბალია

person access_time2017-09-24 15:00:07
იმის მიუხედავად, ქართული ოცნების დამფუძნებელი ჯერ კიდევ 2012 წელს აცხადებდა, რომ ყურძნის ფასი არ შეიძლება იყოს 1 ლარზე ნაკლები, დღემდე რქაწითელსა და მწვანეს ფერმერები 70–80 თეთრზე ძვირად ვერ ყიდიან. ამასთან, წელს რთველი ისე მიმდინარეობს, რომ მთავრობა სახელმწიფო სუბსიდიას აღარ გასცემს.   თამარ დიღმელაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.   “ხვალ უნდა დავკრიფო მწვანე,  რქაწითელი და საფერავი. “კახურმა ტრადიციულმა...

რამდენად დამაკმაყოფილებელია საწვავის ხარისხი საქართველოში

person access_time2017-09-23 15:00:18
მიმდინარე წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ საწვავის ხარისხი 14 ავტოგასამართ სადგურზე შეამოწმა. ამის შესახებ PALITRANEWS-ს მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ განუცხადა.მისი თქმით, შემოწმებულ ობიექტებზე ხარისხობრივი ნორმების დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა. „წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 14 ავტოგასამართ სადგურზე შემოწმდა საწვავის ხარისხი. საუბარია, როგორც ბრენდირებულ ისე არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე. შემოწმება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდა...

დავით საგანელიძე: ``ვცდილობთ, ჩინელი ინვესტორები ორი დიდი პროექტით დავაინტერესოთ``

person access_time2017-09-23 13:00:55
მილიარდ ნახევრიანი ქვეყანა, რომლის ეკონომიკა ძალიან მზარდია, ორი ქვეყნის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ჩინეთს აძლევს იმის შანსს, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სამეულში კიდევ უფრო წინ წაიწიოს , - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ჩინეთის ქალაქ შანხაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებიც მედიატურის ფარგლებში ჩინეთის 4 ქალაქში იმყოფებოდნენ. როგორც დავით საგანელიძემ აღნიშნა, ჩინეთში 3 ქართული დელეგაცია იყო. პირველი დელეგაცია...

პეკინში ვარაუდობენ, რომ 2017 წელს საქართველოდან ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 10 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს

person access_time2017-09-23 11:00:27
პეკინში, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრში ვარაუდობენ, რომ 2017 წელს საქართველოდან ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 10 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს. საქართველოში ჩინეთის საელჩოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, და საერთაშოროსო მედიაჰოლდინგის საქართველოს წარმომადგენლობის Gbtimes Georgia-ს ორგანიზებით გამართული მედიატურის ფარგლებში, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში არსებულ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრს ქართველი ჟურნალისტები ესტუმრნენ. ჩინეთის საკვებისა და ფერმენტული...

მსგავსი სიახლეები