ცნობილია თბილისში აზოტის დიოქსიდით ყველაზე მეტად დაბინძურებული უბნები

access_time2017-08-12 10:10:07

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის ივლისში ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მერვე ეტაპი ჩაატარა.

 

საქართველოს 20 ქალაქში განთავსებული იყო 134 ცალი ინდიკატორული მილაკი. აქედან აზოტის დიოქსიდის შემცველობის განსაზღვრის მიზნით 68 მილაკი, ოზონის - 28, გოგირდის დიოქსიდის - 28 და ბენზოლის - 10.

 

ანალიზები ჩატარდა დიდი ბრიტანეთის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, ხოლო მიღებული შედეგების შეფასება მოხდა ევროკავშირის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ინდექსებთან ჰარმონიზებული სისტემის შესაბამისად.

 

ყველა წერტილში დაფიქსირდა გოგირდის დიოქსიდის, ოზონისა და ბენზოლის დაბალი ინდექსები.

 

რაც შეეხება აზოტის დიოქსიდს, მისი მაღალი ინდექსები დაფიქსირდა ქალაქ თბილისში ორ წერტილში: მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროს სადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტთან“, აგრეთვე ქალაქ ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე.

 

გარდა ამისა, აზოტის დიოქსიდის საშუალო ინდექსები აღინიშნა ქალაქ თბილისის 14 წერტილში, ბათუმის სამ წერტილში, თელავის, ქუთაისისა და ზესტაფონის ორ-ორ წერტილში და ხაშურის, სამტრედიისა და გორის თითო წერტილში.

სპეციალისტების თქმით, რაც უფრო მეტი მანქანაა, აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი უფრო მაღალია: თბილისში, ისევე როგორც რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში, ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელია ტექნიკურად გაუმართავი და მოძველებული ავტორატრანსპორტო საშუალებებია, თუმცა სხვა წყაროებიც არსებობს, მათ შორის მშენებლობის მტვერი (საქართველოში სტანდარტი, რომ მშენებლობა იზოლირებული იყოს, ტრადიციულად დარღვეულია). სხვადასხვა ნივთიერების გადაჭარბებული კონცენტრაცია დაავადებების გავრცელებაზე გავლენას ახდენს და განსაკუთრებით მოწყვლადები ბავშვები, მოხუცები და გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირები არიან, - აცხადებენ სპეციალისტები და აღნიშნავენ, რომ ტექდათვალიერება, რომელიც 2018 წლიდან სავალდებულო გახდება, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ მაჩვენებლებს და ზოგადად გარემოს მდგომარეობას.

 

 

imedinews.ge



პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: Airbnb-ს მომხმარებლებმა ბინებში სათვალთვალო კამერები აღმოაჩინეს

person access_time2017-12-15 19:30:26
შვებულება ახლოვდება და რამდენიმე დღის საზღვარგარეთ გატარებას გეგმავთ: ირჩევთ თქვენთვის სასურველ მიმართულებას, ყიდულობთ ბილეთს და ბინას ინტერნეტის საშუალებით ჯავშნით. შუა შვებულებისას კი აღმოაჩენთ, რომ თქვენ მიერ ნაქირავები ბინის საძინებელში ან სააბაზანოში ბინის მეპატრონეს ვიდეოკამერა აქვს დამონტაჟებული. ამ არასასურველ მდგომარეობაში Airbnb-ს რამდენიმე მომხმარებელი აღმოჩნდა. მათი გამოცდილების შესახებ კი ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით მალევე გახდა ცნობილი. რა...

აფხაზებისთვის უსასყიდლოდ მიწოდებულმა დენმა შესაძლოა, „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გააძვიროს

person access_time2017-12-15 16:30:38
2017 წლის ნოემბერში „ენგურჰესის“ და „ვარდნილჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 54,4% აფხაზეთმა წაიღო, 11 თვეში კი 43,9%. სწორედ ეს დაასახელა „ენგურჰესის“ ფინანსურმა დირექტორმა ვალერი კანკიამ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. მართალია, დღეს  „ვარდნილჰესების კასკადისა და „ენგურჰესისთვის წარმოების ტარიფის დადგენის გადაწყვეტილება გადაიდო, თუმცა  საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. დღეს საქართველოს...

ერთ პარტიაზე მორგებული კანონი - „ის რასაც წარსულში ფონდი „ქართუ“ აფინანსებდა, ახლა ქართული სახელმწიფო აფინანსებს“

person access_time2017-12-15 18:00:13
სახელმწიფომ, შესაძლოა ის პოლიტიკური გაერთიანებაც (პარტია) დააფინანსოს 300 ათასი ლარით, რომელიც საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ პარლამენტში ერთ მაჟორიტარს მაინც შეიყვანს და რომელიც ფრაქციასაც შექმნის. როგორც ოპოზიცაიში, ისე სახელისუფლებო გუნდშიც აცხადებენ, რომ არ შეიძლება პარტია იქნება თუ პიროვნება, მას კანონებს არგებდნენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წევრის გია ჟორჟოლიანისა და...

„ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს“

person access_time2017-12-15 15:30:48
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიაჩნია, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს. „ანალიტიკასთან" ინტერვიუში ზურა ძნელაშვილი აცხადებს, რომ 2016 წლის ბოლოსაც, როცა ამ სისტემის დანერგვის შესახებ ბიზნესმა მოულოდნელად გაიგო, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტს და აღმასრულებელ შტოებს ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის მინიმუმ 1 წლით გადავადების თხოვნით მიმართა, მაგრამ...

ნოემბერში ფულადი გზავნილები 24,8%-ით გაიზარდა

person access_time2017-12-15 14:42:40
2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8 პროცენტით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ...


მსგავსი სიახლეები