მთავარი გვერდი

Bloomberg: ბრიტანელების 70% თვლის, რომ ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე არ დგას

person access_time2017-08-07 09:33:28

ბრიტანელთა უმრავლესობა იმ აზრისაა, რომ მათი ქვეყანა მცდარ გზაზეა. ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევების თანახმად, ბრიტანელი მოქალაქეებისთვის ყველაზე მეტად შემაშფოთებელია ტერორიზმი და ჯანდაცვის სისტემა - წერს Bloomberg-ი.

 

ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ბრიტანელების 70%–ზე მეტი იმ აზრისაა, რომ ქვეყანამ სწორ გზას გადაუხვია. უნდა ითქვას, რომ დასახელებული მაჩვენებელი 7-%–ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ბევრისთვის მოულოდნელად რიგგარეშე არჩევნები გამოაცხადა, რომელიც ივნისში ჩატარდა. 

 

ექსპერტები აღნიშნავენ კიდეც, რომ მნიშვნელოვნად იკლო ბრიტანელებში ოპტიმისტურმა განწყობამ ქვეყნის მიმართულების მიმართ. ყველაფერთან ერთად იმატა შეშფოთებამ ექსტრემიზმის გამო.

 

პრემიერის პოპულარობა სერიოზულად დაეცა ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რომელსაც, ტერეზა მეის მცდარი იმედით, იგი პოლიტიკურად უნდა გაეძლიერებინა. ყველაზე სერიოზული ზიანი მთავრობას მიადგა მანჩესტერსა და ლონდონში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ. საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩატარდა  23-ამი ივნისიდან 7-დ ივლისამდე. გამოკითხეს 18,557 რესპონდენტი.

 

 

share

მსგავსი სიახლეები