ამერიკის ანტირუსული სანქციების 10 მთავარი ფაქტი – ვის რა აკრძალვა უწესდება?

access_time2017-08-03 20:00:34

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. გთავაზობთ იმ 10 მნიშვნელოვან ფაქტს, რომელიც ამ სანქციების შესაბამისად ამოქმედდა. 

 

სანქციებით  გათვალისწინებულია ამერიკული კომპანიების მიერ „როსნეფტის“, „გაზპრომ-ნეფტის, „ტრანსნეფტის“ და კიდევ რამდენიმე მსხვილი რუსული კომპანიის დაკრედიტების მაქსიმალური ვადის შემცირება 90-დან 60 დღემდე. რუსული სახელმწიფო ბანკების დაფინანსების ვადა შემცირდა 30-დან 14 დღემდე.

 

კანონი ითვალისწინებს წელიწადში 10 მლნ დოლარზე მეტი თანხის ინვესტირების აკრძალვას რუსულ სახელმწიფო კომპანიებში,  თუ ეს გარიგებები ხელს უწყობს რუსი მაღალჩინოსნების ან მათი ახლო ნათესავების არაკანონიერ გამდიდრებას.

 

ამასთან, დოკუმენტი ითვალისწინებს დამსჯელ ზომებს იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც არღვევენ აკრძალვებს და ხელს უწყობენ გარიგებებს სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ კომპანიებთან, რუს მაღალჩინოსნებთან და მათ ახლო ნათესავებთან - შვილებთან, მეუღლეებთან,  მშობლებთან, დებთან და ძმებთან.

 

კანონი ასევე ითვალისწინერბს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დასჯას, რომლებსაც აქვთ შეხება აშშ-ს  კერძო პირებზე ან სახელმწიფო ინსტიტუტებზე რუსეთის ხელმძღვანელობის დავალებით განხორციელებულ კიბერ-შეტევებთან. ასეთი პირები გაძევებულ იქნებიან ქვეყნიდან,  მათ აეკრძალებათ აშშ-ში ჩასვლა, ვიზები გაუქმდება, გარიგებები  აიკრძალება, აქტივები გაიყინება.

 

სანქციები ასევე კრძალავს ინვესტიციებს რუსეთის ენერგეტიკაში  და საექსპორტო  მილსადენების სისტემაში, ასევე იკრძალება ამ პროექტებისთვის ტექნოლოგიების გადაცემა, საქონლის მიყიდვა და მომსახურეობის გაწევა.

 


სანქციები შემოღებული იქნება  იმ პირების მიმართ,  რომლებსაც აქვთ შეხება რუსეთის, ან რუსეთის მიერ კონტროლირებადი ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევასთან. მათთვის აიკრძლება აშშ-ში ჩასვლა, ვიზები გაუქმდება, გარიგებები აიკრძალება, აქტივები გაიყინება.

 

სანქციები ასევე შეეხება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ახორციელებენ „მნიშვნელოვან ტრანზაქციებს“ რუსეთის გენშტაბთან, სპეცსამსახურებთან, დაზვერვასთან და თავდაცვასთან დაკავშირებულ ყველა სტრუქტურასთან.

 

სანქციები ასევე შეეხება რუსეთის ფინანსურ ორგანიზაციებს და უწყებებს, რომლებიც ეხმარებიან სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს მასობრივი განადგურების იარაღის, სარაკეტო დანადგარების და სხვა იარაღის მიღებაში ან შექმნაში. ისინი არ დაიშვებიან აშშ-ს ტერიტორიაზე, მათი ვიზები გაუქმდება, აქტივები კი გაიყინება.

 

მიღებული კანონი გარდაქმნის ექს-პრეზიდენტის ბარაკ ობამას დადგენილებებს სრულფასოვან და უვადო კანონში, რომლის გაუქმებაც არ შეუძლია პრეზიდენტს. ახალი გადაწყვეტილება ასევე საგრძნობლად ამცირებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას სანქციების რეალიზების პროგრამაში.

 

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ კანონი აძლიერებს რუსეთის წინაადმღეგ უკვე მოქმედ სანქციებს და აძლევს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და სახელმწიფო დეპარტამენტს საშუალებას, გაატარონ საგარეო პოლიტიკა „ისე როგორც საჭიროა“.

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიღებული კანონი შეაფასა, როგორც „რუსეთთნ ურთიერთობების გაფუჭების კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც არ იყო არაფრით პროვოცირებული“. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა და იმედოვნებდა, რომ სიტუაცია შეიცვლებოდა უკეთესობისკენ.

 

ამავე დროს კრემლი სავარაუდოდ, არ გეგმავს საპასუხო ზომების მიღებას, რადგანაც აშშ-სთან ეკონომიკაში ნებისმიერი შეზღუდვა ბევრად უფრო მძიმე იქნება თვით რუსეთისთვის, ვიდრე ამერიკისთვის. მაგალითად, რუსეთი არის ტიტანის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი „ბოინგისთვის“ - საავიაციო გიგანტის მიერ მოხმარებული ტიტანის 35% მოდის რუსეთიდან, და თეორიულად ამ არხის გადაკეტვას შეუძლია პრობლემების შექმნა ამერიკის საავიაციო ინდუსტრიისთვის. თუმცა ეს ნაბიჯი გაცილებით უფრო დამანგრეველი იქნება რუსული ტიტანის მწარმოებლებისთვის - მათთვის სწორედ ამერიკა არის ძირითადი ბაზარი. შესაბამისად, ამ ეტაპზე რუსეთი არ გეგმავს არანაირი დამატებითი ზომების, დიპლომატების რაოდენობის შემცირების გარდა. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ახალ სანქციებზე პასუხის გაცემა არ იგეგმება.

 

„რომელი საპასუხო ზომები? არაფერი არ იგეგმება. ჩვენ უკვე მივიღეთ საპასუხო ზომები, სხვა არაფერი არ იქნება“ - განაცხადა მან.

 

 

 

rbc.ru



869,7 მილიონი ლარი ერთ წელიწადში - კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკოდრულად გაიზარდა

person access_time2018-01-19 12:00:45
დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 152 563 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.     რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში...

„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...

ფინელი მეცნიერები ლუდომანიის სამკურნალო სპრეის შექმნაზე მუშაობენ

person access_time2018-01-19 13:00:22
ფინეთის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ წამალზე, რომელიც ლუდომანებს, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს მავნე ჩვევისგან განკურნავს. ეს იქნება ცხვირის სპრეი, რომლის აპრობირება 30-მა მოხალისემ უკვე გაიარა.   ეს არ არის ფინელი მეცნიერების პირველი მცდელობა - ადრე ისინი ცდილობდნენ ლუდომანიის მკურნალობას აბებით, თუმცა ამ იდეამ წამლის ნელი მოქმედების გამო არ გაამართლა.   „მოთამაშეები ძალიან აზარტულები არიან. სურვილი...

მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა, მისი სამართალმემკვიდრე მოიძებნოს

person access_time2018-01-18 17:24:15
იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს, – განაცხადა პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორმა, ლაშა ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. „ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრე მოიძებნოს, რაც სამართალდარღვევა არ არის“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ. მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ...


მსგავსი სიახლეები