უვიზო მიმოსვლის შემდეგ ევროპაში მოგზაურობა 20%-ით გაძვირდა

access_time2017-06-28 11:30:30

ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ საქართველოდან ევროპის ქვეყნების მიმართულებით მგზავრთა ნაკადი გაიზარდა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სხვადასხვა ტურისტულ კომპანიას სხვადასხვა მონაცემი აქვს, თუმცა ყველა აღნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით საკმაოდ გაზრდილია. ისინი ტურისტული პაკეტების გაძვირებაზეც საუბრობენ. შარშანდელთან შედარებით სხვაობა დაახლოებით 15-20%-ის ფარგლებშია.

 

 

მოთხოვნის ზრდა ყოველთვის განაპირობებს მომსახურების გაძვირებას. შესაბამისად, ავიაბილეთებზე ფასის მატება ლოგიკურია. ამ მოსაზრებას ტურისტული კომპანიებიც ადასტურებენ, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ გაძვირების მასშტაბები აშკარად გადაჭარბებულია.

 

 

ტურისტულ კომპანია "აი ემ ჯორჯიაში" ადასტურებენ, რომ აპრილიდან მოყოლებული დატვირთულ რეჟიმში მუშაობენ. ბილეთის ღირებულებისა და ტურისტების ნაკადის ზრდა დღითი დღე თვალში საცემია. მათი ინფორმაციით, ტურისტების რიცხვი 70%-ით გაიზარდა, ზაფხულის ტურები თითქმის გაყიდულია.

 

 

"ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, ჩვენს კომპანიაში ევროპაში მოგზაურობის მსურველთა რაოდენობა 70%-ით გაიზარდა. ყველაზე პოპულარული ქვეყნები იტალია, ესპანეთი, ავსტრია და ჩეხეთია. კომბინირებული ტურები გვაქვს, მაგალითად, იტალიაში, რომელიც რამდენიმე ქალაქს მოიცავს და საშუალო ღირებულება 550 ევროა.

 

 

ვადასტურებთ, რომ უვიზო მიმოსვლამ ტურისტული პაკეტები გააძვირა, რადგან მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ამას ველოდებოდით კიდეც, რადგან ბუნებრივი მომენტია. აქტიურად იგეგმება ზაფხულისა და შემოდგომის ტურები. ბილეთები თითქმის გაყიდული გვაქვს და ფასებიც მოთხოვნის შესაბამისად მაღალია", - განაცხადა "აი ემ ჯორჯიას" ტურ-ოპერატორმა.

 

 

ტურიზმის სფეროს სპეციალისტი მანანა ალადაშვილი ქვეყნიდან ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში გამსვლელთა რაოდენობასთან დაკავშირებით ოფიციალური მონაცემების მოშველიებით საუბრობს. მისი ინფორმაციით, ევროპაში წამსვლელთა რაოდენობამ 11%-ით იმატა. ალადაშვილის ამ ტენდენციას მოსალოდნელსა და რეალურს უწოდებს.

 

 

"პირადად მე მაქვს ტურისტული სააგენტო. ჩვენი კომპანიის მონიტორინგი გავაკეთეთ რამდენიმე დღის წინ და საკმაოდ გაზრდილია ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა. ბოლო 2 თვის მონაცემებით მხოლოდ ჩვენი კომპანიის მიერ ევროპაში გაშვებული მგზავრთა რაოდენობამ 5%-ით მოიმატა.

 

 

რაც შეეხება ქვეყნიდან ვიზალიბერალიზაციის პირობებში გაზრდილ რიცხვს, ოფიციალური მონაცემის მიხედვით 11% შეადგინა. რასაკვირველია, ვიზალიბერალიზაციამ ევროპის ქვეყნებში გამსვლელთა რიცხვი მკვეთრად გაზარდა და მოსალოდნელიც იყო, ეს რეალურია", - აღნიშნა ალადაშვილმა.

 

 

ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობის ზრდას ადასტურებს "ჯი თრეველის" დირექტორი ნათია მირიანაშვილი. მისი თქმით, მოთხოვნასთან ერთად გაიზარდა ფასებიც, თუმცა, ამის მიუხედავად, მსურველთა რაოდენობა, შემცირების ნაცვლად, მატულობს.

 

 

"ქართველები ყოველთვის ახერხებდნენ, გარკვეული სიხშირით ადრეც ემოგზაურათ და მათთვის საინტერესო ქვეყნები მოენახულებინათ, თუმცა ვიზალიბერალიზაციამ ნამდვილად გაზარდა მათი რაოდენობაც და შესაბამისად, იმატა დატვირთულობამაც. ძირითადად მიდიან საბერძნეთში, უნგრეთში, რადგან ამ ქვეყნებში შედარებით იაფია მგზავრობა.

 

 

მოთხოვნამ, რასაკვირველია, ფასიც გაზარდა და წინა წლებთან შედარებით ბილეთები ორმაგი და სამმაგი ჯდება. მიუხედავად ამისა, ყველა პაკეტი გაყიდული გვაქვს და ზაფხულის ტურები თითქმის ამოწურულია", - განუცხადა "რეზონანსს" მირიანაშვილმა.

 

 

ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, მოთხოვნის მატებსათან ერთად, გაიზარდა ბილეთების ღირებულებაც. ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის მენეჯერი მარიამ როხვაძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ შარშანდელთან შედარებით სხვადასხვა ავიაბილეთის ფასი გაორმაგების ნაცვლად, გაოთხმაგდა, რადგან მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდია. უკვე გაყიდულია ზაფხულისა და შემოდგომის ტურების დიდი ნაწილი. ამ მოვლენას ვიზალიბერალიზაციის შემდგომ პერიოდს უკავშირებენ.

 

 

"რეისი რაც უფრო დატვირთულია, მეტად იზრდება ბილეთის ფასიც. ამიტომ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, მოთხოვნამ საგრძნობლად იმატა. რა თქმა უნდა, ავიაბილეთებიც გაძვირდა. გაორმაგების ნაცვლად, მისი ფასი თითქმის გაოთხმაგებულია. ეს არ აღმოჩნდა შემაფერხებელი გარემოება მოგზაურთათვის. ზაფხულის ტურები უკვე გაყიდული გვაქვს და შემოდგომის რამდენიმე პაკეტი დაგვრჩა, რომელსაც აუცილებლად ისეთივე წარმატებით გავყიდით, რადგან მოთხოვნა ნამდვილად მაღალია", - აღნიშნა მარიამ როხვაძემ.

 

 

"რეზონანსის" გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ევროპის მიმართულებით ტურისტული პაკეტების ღირებულება 15-20%-ით გაძვირდა. ამის მიზეზი ავიაბილეთების მაღალი ფასია. მართალია, სასტუმროსა და სხვა ტიპის მომსახურების ფასი უცვლელია, მაგრამ ბილეთების მკვეთრმა გაძვირებამ პაკეტის საერთო ღირებულება მაინც გაზარდა.

 

 

 



„მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება“

person access_time2017-10-21 10:40:59
მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ არჩევანი საბურთალოზე, მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ის უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. „ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია...

CNNMoney: კატალონიის კრიზისმა ბარსელონაში ტურისტების რაოდენობა შეამცირა

person access_time2017-10-20 19:00:11
კატალონიაში წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო ესპანეთის ეკონომიკურად ყველაზე აქტიურ რეგიონს უფრო ნაკლები ტურისტი სტუმრობს. CNNMoney-ის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, კატალონიის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთების ჯავშნები 17%-ით არის შემცირებული.   დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით 1-ელ ოქტომბერს კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა. რეგიონის სეპარატისტულ მთავრობას დამოუკიდებლობის მოპოვება სურს, რასაც მადრიდი ძალის გამოყენებით დაუპირისპირდა. შედეგად, მსოფლიოშ ერთ-ერთ...

CNBC: ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადაცდება

person access_time2017-10-21 16:00:22
ამერიკული მედიასაშუალების, CNBC-ის გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს, რომ ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადააჭარბებს. გამოკითხვა ერთი კვირის განმავლობაში CNBC-ის საიტზე მიმდინარეობდა, რომელშიც 23,118-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.   ანალოგიური მოსაზრება აქვს ჰეჯ ფონდის ყოფილ მენეჯერს, მაიკლ ნოვოგრაცს, რომელმაც ინტერვიუში ბიტკოინთან დაკავშირებით კომენატარი გააკეთა. ნოვოგრაცის აზრით, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტის ღირებულება მომდევნო 10 თვის...

2018 წლიდან რეგულაციების გამკაცრება აირბალონზე მომუშავე ავტომობილებისთვისაც იგეგმება

person access_time2017-10-20 18:00:52
საქართველოში ე.წ. ტექდათვალიერება რომ უნდა აღდგეს, ამაზე აღარავინ კამათობს. ჩვენს ქუჩებში ათასობით შეუმოწმებელი ავტომობილი მოძრაობს, რომელიც უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. პირველ რიგში ეს გაზზე მომუშავე ავტომობილებს ეხება. ამ კატეგორიის ავტომობილების ინსპექტირება რამდენიმე თვის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შემოწმების პროცესი ერთ წერტილზე გაიყინა, ეს მაშინ, როცა ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადად თავიდან 2018 წლის 1-ლი იანვარი სახელდებოდა.   ჩვენ...

,,ავზებში სადაც ინახება საწვავი, არ ხდება მათი რეცხვა, შესაბამისად, ჩვენ ვასხამთ დაბინძურებულ ბენზინს’’

person access_time2017-10-21 14:00:52
,,მნიშვნელოვანია თუ რამდენად კვალიფიციური იქნება პერსონალი, ვინც შეამოწმებს ავტომობილებს’’   მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ჰაერის დაბინძურების გამო ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ხდება. 100 ათას ადამიანზე 300 გარდაცვალება. ძირითადი მიზეზი გაუმართავი და მოძველებული სატრანსპორტო საშუალებებია. ჰაერის დაბინძურების 75 პროცენტი ავტომობილების გამონაბოლქვზე...

გიორგი სამანიშვილი: „2017 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტზე 50 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო გავიდა“

person access_time2017-10-21 10:00:05
„ღვინის ექსპორტის ზრდა ფიქსირდება, როგორც ტრადიციულ, ასევე, ახალ საექსპორტო ბაზრებზე“, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა.   რამდენიმე დღის წინ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ამდენი ღვინო არ გაუყიდია, არც თანხობრივად და არც...

არჩევნები დაიწყო - დღეს საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ

person access_time2017-10-21 08:15:54
დღეს არჩევნებია - საქართველოს მოქალაქეები, ადგილბრივი თვითმმართველობის ორგანოებში საკუთარ წარმომადგენლებს აირჩევენ.   მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩვნო ოლქში, დილის 8 საათზე 3634 უბანი გაიხსნა, ასევე 10 სპეცუბანი მუშაობს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.   არჩევნებზე დარეგისტრირებულია 3 მილიონ 440 ათას 123 ამომრჩეველი.   არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო...

რა თანხით დააფინანსა ბიზნესმა ადგილობრივი არჩევნები და ვინ არიან მსხვილი შემწირველები

person access_time2017-10-20 15:00:54
ადგილობრივი  არჩევნების დასაფინანსებლად  კომპანიებმა 2 044 143 ლარი გაიღეს, -ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს კვლევაში.    ორგანიზაციის ცნობით, 32-მა იურიდიულმა პირმა განახორციელა შეწირულობა, ყველაზე მსხვილმა 7 შემომწირველმა  კომპანიამ „ქართულ ოცნებას“ 120 000 ლარი შესწირა.   ეს კომპანიებია: შპს „ჯი-ემ-პი”, შპს „კახური ტრადიციული...

„ვისოლ ჯგუფის“ „კარფურის“ მორიგი პროექტი

person access_time2017-10-20 13:00:01
„ვისოლ ჯგუფს“ და „კარფურს“ შორის მიმდინარე წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში “ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „ემ პე დეველოპმენტის“ ვაზისუბნის სავაჭრო ცენტრში „კარფურის“ კიდევ ერთი სუპერმარკეტი გაიხსნა. სავაჭრო ცენტრში „კარფურის“ გარდა სხვა რამოდენიმე საცალო ვაჭრობის ობიექტია განთავსებული.   „კომერციული უძრავი ქონების განვითარება ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული...

ბიზნესმენების რჩევები თბილისის მომავალ მერს - „კომერსანტის“ პროექტის შეჯამება

person access_time2017-10-20 20:00:27
„კომერსანტმა“ დაასრულა წინასაარჩევნოდ დაწყებული პროექტი - რჩევები თბილისის მომავალ მერს, რომლის ფარგლებშიც მსხვილი ბიზნსმენების ნაწილი გამოიკითხა. ჩვენთან საუბრისას რამდენიმე მიმართულება დასახელდა, რაზეც დედაქალაქის მომავალმა მერმა ყურადღება უნდა გაამახვილოს.   შეჯამებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნესმენების ძირითადი ნაწილი თბილისის მომავალ მერს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას და ბიუროკრატიის შემცირებას...


მსგავსი სიახლეები