კომპანიები, რომლებიც სიბერეს ებრძვიან - რამდენი იხარჯება ადამიანის სიცოცხლის გახანგძლივებისთვის?

person access_time2017-06-24 16:00:48

ბოლო წლებში მეცნიერები დაფიქრდნენ, თუ რა აერთიანებს და რა საერთო მიზეზი გააჩნიათ დაავადებებს, რომლებიც როგოროც წესი, ასაკოვან ადამიანებს ემართებათ. არის თუ არა ეს ორგანიზმის გამოფიტვა და წინააღმდეგობის უნარის შემცირება, რაც დამახასაიათებელია სიბერისთვის. და საერთოდ, იქნებ ესეც დაავადებაა, რომელთანაც ბრძოლა შესაძლებელია?

 

განვითარებულ ქვეყნებში მედიცინის მაღალი ხარისხის და ცხოვრების მაღალი დონის შედეგად სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება, თუმცა 100-წლიან ზღვარს მაინც ლახავს მხოლოდ ადამიანთა ძალიან მცირე ნაწილი. საბოლოოდ, ადამიანები უძლურნი არიან ასაკის და სიბერის წინაშე.

 

ამჟამად სიბერეს ერძვის არაერთი ცნობილი ბიზნეს-კომპანია და რაც მთავარია, კვლევებში ფულის ჩადება ინვესტორებმაც დაიწყეს..

 

ვინ და რამდენს ხარჯავს ადამიანის სიცოცხლის გახანგძლივებაში?

 

 

1. Calico (აშშ)


ინვესტორები: Google და AbbVie
ინვესტიციების მოცულობა: $1,5 მლრდ.

 

Calico 2013 წელს Google-ს მიერ შეიქმნა. კომპანიას ხელმძღვანელობს ბიოტექნოლოგიური გიგანტის Genentech-ის ყოფილი გენერალური დირექტორი და ონკოლოგიურ დაავადებათა სპეციალისტი არტურ ლევინსონი. 2014 წელს Calico-მ და მეორე ამერიკულმა ბიოტექ-გიგანტმა AbbVie-მ შექმნეს ერთობლივი საწარმო, რომელშიც ორივე მხარემ ჩადო 750-750 მლნ დოლარი. კვლევების მიზანი არის სიბერის პროცესის შესწავლა და პერსპექტივაში ისეთი პრეპარატების შექმნა, რომლების შეძლებს ასაკობრივი დაავადების და თვით სიბერის დამარცხებას. როგორ აპირებს კონსორციუმი ამ მიზნის მიღწევას - ჯერ საიდუმლოა. Google-ს გენერალურმა დირექტორმა ლარი პეიჯმა ამოცანის მასშტაბი ადამიანის მთავრეზე გამგზავრებს შეადარა.

 

 

2.Novartis (შვეიცარია)

 

ინვესროტი: Novartis

 

შვეიცარიული ფარმა-გიგანტი Novartis ახორციელებს 80-ანი წლებიდან ცნობილი პრეპარატის რაპამიცინის კვლევას. ის აქტიურად გამოიყენებოდა ორგანობის გადანერგვის დროს უარყოფითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად. მოგვიანებით გაჩნდა კვლევები, რომლებმაც აჩვენა, რომ პრეპარატს აქვს თაგვების დაბერების შენელების თვისება. გარღვევა მოხდა 2014 წელს, როდესაც გაირკვა, რომ რაპამიცინის ერთ-ერთი ნაირსახეობის, ევეროლიმუსის მცირე დოზებით მიღება აუმჯობესებს ასაკოვანი ადამიანების იმუნური სისტემის მუშაობას.

 

 

3. Gero (რუსეთი)

 

კერძო ინვესტორები

ინვესტიციების მოცულობა - $2 მლნ

 

მეცნიერების კოლექტივი ფიზიკოსის პეტრ ფედიჩევის ხელმძღვანელობით ეძებს დაბერების საწინაამღდეგო პრეპარატებს მათემატიკური მოდელირების გზით. მათ ეხმარება ამავე ჯგუფის მიერ სხვა სტარტაპის ფარგლებში კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატზე Quantum Pharmaceuticals-ზე მუშაობის გამოცდილება. Gero იყნებს ჯანმრთელი და დაავადებული ადამიანების ქსოვილებს, გადაჰყავს მათი ბიოქიმიური ანალიზები ციფრულ ფორმაში, სხვადასხვა კომპიუტერულ მოდელში ახდენს მათ გადამუშავებს და ეძებს სიბერის შენელების პროცესის საშუალებებს. ასეტი მიდგომა საგრძნობლად ამარტივებს გამოკვლევებს. შემდეგი სტადიაა აღმოჩენილი საშუალებების გამოცდა თაგვებზე, წარმატების შემთხვევაში კი - ადამიანებზე.

 

 

4. Unity Biotechnology (აშშ)

 

ინვესტორი: Amazon.com-ს დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი

ინვესტიციების მოცულობა: $116 მლნ

 

Unity Biotechnology სწავლობს ძველებული უჯრედებისგან ორგანიზმის გასუფთავების საშუალებებს. როგორც ცნობილია, წლებთან ერთად, ორგანიზმის უჯრედები არ იყოფა, მათში ნელდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი და გროვდება მუტაციები. იმუნური სისტემა იცილებს ამ ბალასტს, მაგრამ ასაკთან ერთად, დაბერებული უჯრედების რაოდენობა მაინც იზრდება. 2016 წელს Unity-ს მეცნიერებმა გამოაქვეყნეს თაგვებზე ჩატარებული გამოკვლევის შედეგები - კომპანიის მიერ შექმნილი პრეპარატი ეხმარებოდა ორგანიზმს დაბერებული უჯრედების მოცილებაში, რის გამოც ათეროსკლეროზის პროცესი ჩერდებიდა და უკან იხევდა კიდეც. ამის შემდეგ კომპანიამ მიიღო დაფინანსების მეორე ტრანში - 116 მლნ დოლარი.

 

 

 



„მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება“

person access_time2017-10-21 10:40:59
მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ არჩევანი საბურთალოზე, მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ის უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. „ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია...

CNNMoney: კატალონიის კრიზისმა ბარსელონაში ტურისტების რაოდენობა შეამცირა

person access_time2017-10-20 19:00:11
კატალონიაში წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო ესპანეთის ეკონომიკურად ყველაზე აქტიურ რეგიონს უფრო ნაკლები ტურისტი სტუმრობს. CNNMoney-ის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, კატალონიის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთების ჯავშნები 17%-ით არის შემცირებული.   დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით 1-ელ ოქტომბერს კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა. რეგიონის სეპარატისტულ მთავრობას დამოუკიდებლობის მოპოვება სურს, რასაც მადრიდი ძალის გამოყენებით დაუპირისპირდა. შედეგად, მსოფლიოშ ერთ-ერთ...

2018 წლიდან რეგულაციების გამკაცრება აირბალონზე მომუშავე ავტომობილებისთვისაც იგეგმება

person access_time2017-10-20 18:00:52
საქართველოში ე.წ. ტექდათვალიერება რომ უნდა აღდგეს, ამაზე აღარავინ კამათობს. ჩვენს ქუჩებში ათასობით შეუმოწმებელი ავტომობილი მოძრაობს, რომელიც უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. პირველ რიგში ეს გაზზე მომუშავე ავტომობილებს ეხება. ამ კატეგორიის ავტომობილების ინსპექტირება რამდენიმე თვის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შემოწმების პროცესი ერთ წერტილზე გაიყინა, ეს მაშინ, როცა ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადად თავიდან 2018 წლის 1-ლი იანვარი სახელდებოდა.   ჩვენ...

,,ავზებში სადაც ინახება საწვავი, არ ხდება მათი რეცხვა, შესაბამისად, ჩვენ ვასხამთ დაბინძურებულ ბენზინს’’

person access_time2017-10-21 14:00:52
,,მნიშვნელოვანია თუ რამდენად კვალიფიციური იქნება პერსონალი, ვინც შეამოწმებს ავტომობილებს’’   მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ჰაერის დაბინძურების გამო ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ხდება. 100 ათას ადამიანზე 300 გარდაცვალება. ძირითადი მიზეზი გაუმართავი და მოძველებული სატრანსპორტო საშუალებებია. ჰაერის დაბინძურების 75 პროცენტი ავტომობილების გამონაბოლქვზე...

გიორგი სამანიშვილი: „2017 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტზე 50 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო გავიდა“

person access_time2017-10-21 10:00:05
„ღვინის ექსპორტის ზრდა ფიქსირდება, როგორც ტრადიციულ, ასევე, ახალ საექსპორტო ბაზრებზე“, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა.   რამდენიმე დღის წინ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ამდენი ღვინო არ გაუყიდია, არც თანხობრივად და არც...

არჩევნები დაიწყო - დღეს საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ

person access_time2017-10-21 08:15:54
დღეს არჩევნებია - საქართველოს მოქალაქეები, ადგილბრივი თვითმმართველობის ორგანოებში საკუთარ წარმომადგენლებს აირჩევენ.   მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩვნო ოლქში, დილის 8 საათზე 3634 უბანი გაიხსნა, ასევე 10 სპეცუბანი მუშაობს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.   არჩევნებზე დარეგისტრირებულია 3 მილიონ 440 ათას 123 ამომრჩეველი.   არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო...

რა თანხით დააფინანსა ბიზნესმა ადგილობრივი არჩევნები და ვინ არიან მსხვილი შემწირველები

person access_time2017-10-20 15:00:54
ადგილობრივი  არჩევნების დასაფინანსებლად  კომპანიებმა 2 044 143 ლარი გაიღეს, -ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს კვლევაში.    ორგანიზაციის ცნობით, 32-მა იურიდიულმა პირმა განახორციელა შეწირულობა, ყველაზე მსხვილმა 7 შემომწირველმა  კომპანიამ „ქართულ ოცნებას“ 120 000 ლარი შესწირა.   ეს კომპანიებია: შპს „ჯი-ემ-პი”, შპს „კახური ტრადიციული...

„ვისოლ ჯგუფის“ „კარფურის“ მორიგი პროექტი

person access_time2017-10-20 13:00:01
„ვისოლ ჯგუფს“ და „კარფურს“ შორის მიმდინარე წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში “ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „ემ პე დეველოპმენტის“ ვაზისუბნის სავაჭრო ცენტრში „კარფურის“ კიდევ ერთი სუპერმარკეტი გაიხსნა. სავაჭრო ცენტრში „კარფურის“ გარდა სხვა რამოდენიმე საცალო ვაჭრობის ობიექტია განთავსებული.   „კომერციული უძრავი ქონების განვითარება ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული...

ბიზნესმენების რჩევები თბილისის მომავალ მერს - „კომერსანტის“ პროექტის შეჯამება

person access_time2017-10-20 20:00:27
„კომერსანტმა“ დაასრულა წინასაარჩევნოდ დაწყებული პროექტი - რჩევები თბილისის მომავალ მერს, რომლის ფარგლებშიც მსხვილი ბიზნსმენების ნაწილი გამოიკითხა. ჩვენთან საუბრისას რამდენიმე მიმართულება დასახელდა, რაზეც დედაქალაქის მომავალმა მერმა ყურადღება უნდა გაამახვილოს.   შეჯამებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნესმენების ძირითადი ნაწილი თბილისის მომავალ მერს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას და ბიუროკრატიის შემცირებას...

„გალთ & თაგარტის“ გაუფასურებული შესაძლებლობები -კომპანიის კონსოლიდირებული ზარალი 27 მილიონ ლარს აღწევს

person access_time2017-10-20 13:15:00
„სს გალთ & თაგარტი“ საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს ჯგუფის BGEO-ს წევრია, რომელიც ქვეყანში ყველაზე დიდ საფინანსო საინვესტიციო ჯგუფს წარმოადგენს. BGEO საქართველოს საფინანსო ბაზრის ლიდერის  „საქართველოს ბანკის“ მფლობელია.     ,,გალთ & თაგარტი“  - ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი მიმართულებებით - საინვესტიციო საბანკო მომსახურება;  აქტივების მართვა; დაგროვილი ქონების მართვა; საბროკერო მომსახურება....


მსგავსი სიახლეები