ბიზნესის პოლიტიკური გარემო - გადამწყვეტი ფაქტორი ინვესტიციების მოსაზიდად

ბიზნეს–ადმინისტრირების დოქტორი გიორგი აბაშიშვილი: ბიზნესის პოლიტიკური გარემო - გადამწყვეტი ფაქტორი ინვესტიციების მოსაზიდად

 

ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად განაპირობებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელსაც სურს იყოს მიმზიდველი ინვესტორებისთვის, ქვეყნის შიგნით რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი უნდა უზრუნველყოს. ყველა მნიშვნელოვანი დეტალი კი თავის მხრივ ქმნის ბიზნეს გარემოს, რომელიც რამოდენიმე კომპონენტისაგან შედგება - ბიზნესის პოლიტიკური გარემო, სოციალურ-კულტურული გარემო და ბიზნესის სამართლებრივი გარემო.

 

ბევრის აზრით, ბიზნესის სამართლებრივი გარემო ქვეყანაში უმთავრესია. მართლაც თუ დავაკვირდებით რა მნიშვნელოვანი კომპონენტებისაგან შედგება ბიზნესის სამართლებრივი გარემო, მის მნიშვნელობაზე სერიოზულად დავფიქრდებით. 

 

ბიზნესის სამართლებრივი გარემოს შემადგენელი კომპონენტია ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა, რომელთა საშუალებებითაც რეგულირდება ბიზნეს საქმიანობა. ცხადია ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კანონი მეწარმეთა და საქართველოს საგადასახადო კოდექსი. თუმცა, ცალკეული კანონები ბიზნესის სამართლებრივი გარემოსათვის მთლიანობაში დიდ ფონს ვერ ქმნის. 

 

კანონმდებლობასთან ერთად ბიზნესის სამართლებრივი გარემოს შესაფასებლად უმნიშვნელოვანესია თუ როგორია ქვეყანაში სასამართლო სისტემა, მოქმედებს თუ არა კერძო არბიტრაჟი, დაცულია თუ არა საკუთრების უფლება, ინვესტორთა უფლებები და ა.შ. 

 

ბიზნესის სამართლებრივი გარემოს შესაფასებლად ყურადსაღები კომპონენტია ქვეყნის ზოგადი სავაჭრო რეჟიმი ანუ ის ფაქტი, თუ რამდენად განხსნილია ქვეყანა საერთაშორისო ვაჭრობის კუთხით, რამდენად აქვს  შესაძლებლობა ინვესტორებს თუ საქართველოში შექმნიან პროდუქციას მისი თავისუფალი გატანა მოახერხონ ქვეყნის საზღვრებს გარეთ და ა.შ.

 

სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოში ბიზნესის სამართლებრივ გარემოსთან დაკავშირებული კომპონენტები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით საქართველოს მაჩვენებელი ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით 2012 წელთან შედარებით სამი საფეხურით გაუმჯობესდა და მსოფლიოში ამჟამად მეცხრე ადგილზე ვიმყოფებით. განსაკუთრებულად გვაქვს გაუმჯობესებული ბიზნესის კეთებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები როგორებიცაა საერთაშორისო ვაჭრობის სიმარტივე (9 პოზიციით გაუმჯობესდა), გადასახადების გადახდის სიმარტივე (12 პოზიციით გაუმჯობესდა) და კრედიტის მიღების სიმარტივე (ხუთი პოზიციით გაუმჯობესდა და ამჟამად მსოფლიოში ამ მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე ვიმყოფებით). საქართველო 13 პოზიციით დაწინაურდა 2013 წელს 2012 წელთან შედარებით ჰერითიჯის ფონდის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“. საქართველოს 2013 წელს გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით  გაუმჯობესებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი: საკუთრების უფლება, კორუფციისაგან განთავისუფლება, საინვესტიციო თავისუფლება და ბიზნესის თავისუფლება.

 

 

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ერთი რამ არის გასათვალისწინებელი: თუნდაც ყველაზე კარგი სამართლებრივი გარემო ვერ იქნება ინვესტორთა მოზიდვისთვის გადამწყვეტი კომპონენტი ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფის გარეშე. აღნიშნულის დასადასტურებლად საქართველოში დღეს არსებული სიტუაციაც გამოდგება. რეალურად, საქართველოში თუ კვლავ საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით ვიხელმძღვანელებთ, სამართლებრივი გარემოს  მხრივ შენიშვნები ნაკლებია, თუმცა ამ ყველაფრის ექვივალენტი ინვესტიციების რაოდენობა უკვე მრავალი წელია მხოლოდ საპროგნოზო და არა ფაქტობრივი მაჩვენებელია. 

 

2012 წელი პოლიტიკურად მნიშვნელოვნად იყო დაძაბული, პოლიტიკური სტაბილიზაციის ნიშნები კი 2012 წლის ოქტომბრიდან გაჩნდა. თუმცა, 2013 წლის განმავლობაშიც პოლიტიკური გარემო მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა არსებული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე. ამ მხრივ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები გადამწყვეტია. ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებისაკენ რომელსაც თან უნდა სდევდეს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინება და ზოგადად, ეკონომიკური აქტივობის ზრდა. თუმცა, პარალელურად უნდა გვახსოვდეს საპირისპიროც - მხოლოდ ბიზნესის პოლიტიკური გარემო ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში ბიზნესის კეთების ხელსაყრელი პირობების შექმნას, მას შესაბამისი სამართლებრვი გარემოც ესაჭიროება. ეს ყველაფერი კი მარტივი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა: მეტი ეკონომიკური წარმატების მისაღწევად საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა განვაგრძოთ ბიზნესის სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესება უკვე სტაბილური პოლიტიკური გარემოს ფონზე.

გიორგი აბაშიშვილი
როგორ უნდა გახადოს სახელმწიფომ ინფრასტრუქტურული პროექტები უფრო გამჭვირვალე
ნიკოლოზ თამარაშვილი
ევროპის უარი რუსულ გაზს – რამდენად მძიმე იქნება რუსეთისთვის ევროპის გადაწყვეტილება
დავით წიქარიძე
ჩვენ ახალ რეალობაში მოგვიწევს ცხოვრება
ირაკლი ლექვინაძე
როგორი უნდა იყოს ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკა
რატი აბულაძე
საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შეფასება და რეკომენდაციები
მერაბ ჯანიაშვილი
„ექსპერტების“ ქვეყანა
ირაკლი კოვზანაძე
საპარტნიორო ფონდიდან სუვერენულ ფონდამდე
თემურ იობაშვილი
დავეწიოთ და გავუსწროთ... ბერძნებს!
იეროსლავა ბაბიჩი
საჭიროა თუ არა დეპოზიტის დაზღვევის პროგრამა ფინანსური სტაბილურობისთვის
ფადი ასლი
ახალი პროტექციონისტული კანონმდებლობა საქართველოს ეკონომიურ განვითარებას შეაფერხებს
ირაკლი კირტავა
საპენსიო რეფორმა და ფასიანი ქაღალდების ბაზარი
გიორგი აბაშიშვილი
ბიზნესის პოლიტიკური გარემო - გადამწყვეტი ფაქტორი ინვესტიციების მოსაზიდად
თენგიზ აბლოთია
მითები ეკონომიკის წინააღმდეგ
ირაკლი ლექვინაძე
პოლიტიკური გადაწყვეტილებები და კონკურენცია
ელდარ პირმისაშვილი
რამდენს იხდიან პიარში?
გიორგი აბაშიშვილი
როგორ გავზარდოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებების ეფექტიანობა?
გიორგი გიგოლაშვილი
მსოფლიო და საქართველოს სადაზღვევო ბაზრები
კახა მაღრაძე
პატრიოტიზმი დეტალებში
ლევან კალანდაძე
რატომ არ იყიდის არც ერთი ინვესტორი TV9-ს?
დავით ბეგიაშვილი
დავით ბეგიაშვილი
თენგიზ აბლოთია
ბიძინა და ლუმპენები
ზურაბ აბუაშვილი
ეკონომიკის ზრდის ფაქტორი ბიზნეს აქტიურობის გაზრდაა
კახა მაღრაძე
სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც ასეთი...
ირაკლი ლექვინაძე
მიგვიყვანს თუ არა აგრარული ფონდი სოფლის მეურნეობის კომერციალიზაციამდე
თენგიზ აბლოთია
სოფლის მეურნეობა–ქართული კონსერვატიზმის აუღებელი ბასტიონი
კოკა თოფურია
განათლების რეფორმა - წინ თუ უკან გადადგმული ნაბიჯი?
რატი აბულაძე
კავკასიის მომავალი კიბერწესრიგი
ზვიად დევდარიანი
17 მაისი - ევროპის დაისი
ვახტანგ გვაზავა
საქართველოს სჭირდება ინვესტიციები, რომლებიც რესურსების მართვის ტექნოლოგიებში გამოიხატება