geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:39
ირაკლი ლექვინაძე: „დღეს ტრამვაის ხაზის აღდგენაზე ფიქრის ფუფუნება არ გვაქვს"
2017-06-17 18:30:24
+
-

დედაქალაქის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ტრამვაის აღდგენის საკითხი მერიაში განიხილება, თუმცა „დღეს ამაზე ფიქრის ფუფუნება არ გვაქვს".

 

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ტრამვაის ხაზის აღდგენა საკმაოდ დიდი ხარჯებთანაა დაკავშირებული: „მარტო 14 კმ-იანი ხაზი 150 მილიონი ევრო ჯდება. ჩვენ ეს თანხა შეიძლება ჩავდოთ ავტობუსების პარკის განახლებასა და მეტროს ხაზების დამატებაზე. 2022-2030 წლებში შეიძლება ტრამვაის ხაზის აღდგენაზე საუბარი, მანამდე არა", - განაცხადა ლექვინაძემ.

 

როგორც ცნობილია, თბილისში ტრამვაის ხაზის აღდგენა თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის რეკომენდაციაა.

 

 

ავტორ(ებ)ი: ლიკა გურაბანიძე

1 Jan, 1970