geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:43
McLaren-მა ახალი კაბრიოლეტი წარადგინა
2017-06-16 10:00:45
+
-

ბრიტანულმა სუპერავტომობილების მწარმოებელმა McLaren-მა ახალი კაბრიოლეტი წარადგინა - 562 ცხენისძალიანი McLaren 570S, რომლის ღირებულება $209,000-ს შეადგენს.

 

 

ავტომობილი 3.8 ლიტრიანი, 8-ცილინდიანი ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც მგზავრების სავარძლების უკან არის მოთავსებული. ავტომობილი მაქსიმუმ 330 კმ/სთ-ს ანვითარებს, ხოლო 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას სულ რაღაც 3.1 წამში ახერხებს. McLaren-ის მიხედით, ავტომობილს 200 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება 9.6 წამში შეუძლია.

 

 

McLaren 570S-ის სახურავი 15 წამში იხურება და ამის გაკეთება დაძრულ მდგომარეობაშიც შესაძლებელია. თუმცა ავტომობილი სახურავის გახსნის/დახურვისას მაქსიმუმ 40 კმ/სთ-ით უნდა გადაადგილდებოდეს.

 

 

McLaren-ი ეგზოტიკური სუპერავტომობილების დამზადებით ხშირად გამოირჩევა. მაგალითისთვის, გავიხსენოთ $1 მილიონის ღირებულების McLaren P1 (რომელიც ბაზარზე გასულ წელს გამოვიდა) ან ძველი, ლეგენდარული McLaren F1, რომელიც საავტომობილო გზებზე 90-იან წლებში გამოჩნდა.

 

ავტორ(ებ)ი: CNNMoney