geo eng rus
ოთხშაბათი, 28 ივნისი, 2017. 09:16
ISET - ბიზნესის განწყობის ინდექსი შემცირდა
2017-05-19 17:00:32
+
-

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ქართული ბიზნესის განწყობის ინდექსი ნელი ტემპით განაგრძობს შემცირებას. 

 

კერძოდ, 2017 წლის პირველ კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსმა 17.5 ერთეული შეადგინა.
კვლევა მიმდინარე წლის პირველ 3 თვეს მოიცავს. კვლევის ფარგლებში, 59 დიდი და 159 მცირე და საშუალო კომპანია მონაწილეობდა.

 

კვლევის მიხედვით, ინდექსის შემცირების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს მიმდინარე მდგომარეობის ინდექსის მნიშვნელოვანი შემცირება წარმოადგენს.

 

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ბიზნესების ქმედითუნარიანობის ყველაზე შემზღუდველ ფაქტორებს მოთხოვნის სიმცირე და ფინანსებზე წვდომა წარმოადგენს.

 

კვლევის თანახმად, ბიზნესის ოპტიმიზმი ზოგადად მთლიან ეკონომიკაზე მცირედით გაუმჯობესდა. შესაბამისად, მომდევნო კვარტალში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას გამოკითხული რესპონდენტების მცირე უმრავლესობა მოელის. სხვა სექტორებთან შედარებით, მოლოდინების ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საცალო ვაჭრობის სექტორში.

 

ზოგადად ეკონომიკაზე მსხვილი ბიზნესები უფრო დადებითად არიან განწყობილი, ვიდრე მცირე და საშუალო ზომის საწარმოები.

 

გასაყიდი ფასების მოლოდინის ინდექსი საგრძნობლად გაიზარდა. გასაყიდი ფასების ყველაზე მაღალ ზრდას სხვა სექტორებთან შედარებით, სამშენებლო სექტორში მომუშავე ბიზნესები მოელიან.

 

ავტორ(ებ)ი: BPN.ge