geo eng rus
ოთხშაბათი, 28 ივნისი, 2017. 09:24
საპარტნიორო ფონდმა და "ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგურმა ჯგუფმა"საქართველოში მაღალხარისხიანი ჩაის დამზადების სასწავლო პროგრამა დაიწყო
2017-05-19 14:20:09
+
-

"ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგურმა ჯგუფმა" „საპარტნიორო ფონდთან" და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად საქართველოში მაღალხარისხიანი ჩაის დამზადების სასწავლო პროგრამა დაიწყო. პროგრამის პრეზენტაცია სამეგრელოს რაიონის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში შედგა.

 

სასწავლო პროგრამის პრეზენტაციაში მონაწილეობა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იურა ნოზაძემ, "ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგურმა ჯგუფის"დამფუძნებლემა, ქართული ჩაის ქარხანა LAZI-ისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს. სწავლების მიზანია,მაღალი ხარისხის ჩაის გადამუშავების და მექანიზირებული ოპერირების ტექნოლოგიების გაცნობა.

 

ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 500.000 დოლარს შეადგენსრამდენიმე ნაწილისგან შედგება და სასწავლო პროგრამას, ჩაის პლანტაციის გაშენებას, ჩაის მრეწველობის გაძლიერებას და ეკოტურიზმის განვითარებას მოიცავს.

 

საქართველოში მაღალხარისხიანი ჩაის დამზადების სასწავლოპროგრამის მონაწილეებს პრეზენტაციაზე სიტყვით საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ მიმართა; „ჩვენს ქვეყანას ჩაის მასშტაბური განვითარებისა და მისი მრეწველობისთვის საუკეთესო პირობები გაააჩნია და რაც მთავარია, აზიის და ევროპის ბაზრებზე დამკვიდრების კარგი შესაძლებლობა აქვს. საპარტნიორო ფონდისა და "ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგური ჯგუფის" ერთობლივ პროექტით, საქართველოში შეიქმნება ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტი, რომელიც საქართველოში ჩაის პლანტაციების აღდგენას, სასოფლო-სამეურნეო მიწის ეფექტურ გამოყენებას, ჩაის წარმადობის, ხარისხის ამაღლებას და რეგიონებში დასაქმებას შეუწყობს ხელს."-განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავა.

 


საქართველოში მაღალხარისხიანი ჩაის დამზადების სასწავლო პროგრამის პრეზენტაციის ფარგლებშიჩინურმა მხარემ სოფლის მეურმეობის სამინიტოს სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორამდუმი გააფორმა, რომელიც ჩაის მრეწველობის სამეცნიერო კვლევებს, საერთო პროექტების შემუშავებას,ჩაის სადემონსტრაციო პლანტაციების შექმნას, ახალი ჩაის პლანტაციების გაშენებას და არსებულის რეაბილიტაციას, ჩაის ხარისხის გაუმჯობესებას და საერთო ძალებით მუშაობას გულისხმობს.

 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩაის ინდუსტრიის განვითარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი თბილისში, გასული წლის 11 მაისს საპარტნიორო ფონდს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ჩინურ კომპანიებს  BeijingJinfenghengyeAgriculturalDevelopmentCo., Ltd. და XinjiangHualing&Trade (Group) Co. Ltd, შორის გაფორმდა. "ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგური ჯგუფი" საქართველოში კომპანია XinjiangHualing&Trade (Group) Co. Ltd-ის მიერ არის დაფუძნებული.