2024 წლის I კვარტალში, ვიდეოჯარიმებით, სახელმწიფო ბიუჯეტში 45 196 470 ლარი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული მასალებიდან ხდება ცნობილი.

ჯარიმების რაოდენობით თბილისი ლიდერობს, სადაც 22 335 000 ლარის ღირებულების 358 257 ვიდეოჯარიმა ფიქსირდება.

ყველაზე ნაკლები კი რაჭა-ლეჩხუმზე მოდის. (21 850 ლარის 181 ვიდეოჯარიმა).

დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ ცხრილი: