საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბათუმის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში EBIT 2024  მიიღო მონაწილეობა.

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-15 საერთაშორისო გამოფენა  Expo Batum-ის ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობდა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

EBIT 2024-ზე 80-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო  ტურისტული კომპანია, სასტუმრო,  რესტორანი, სასტუმრო აღჭურვილობის მომწოდებელი, დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სატრანსპორტო კომპანია, მუნიციპალიტეტი, ტურისტული ასოციაცია, დაცული ტერიტორიების სააგენტო და სხვა კომპანია მონაწილეობდა. 

ბათუმის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში ჩატარდა ღონისძიებები, პრეზენტაციები, მოეწყო მასტერკლასები. გამოფენის სტუმრები გაეცნენ აჭარის ტურისტულ პროდუქტებს.