geo eng rus
სამშაბათი, 23 მაისი, 2017. 01:18
ბათუმში თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო SKY TOWER გაიხსნა
2017-05-19 14:48:13
+
-

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან და კომპანია „მეტროს" დირექტორთან რაულ კახიძესთან ერთად დღეს ბათუმში ახალი სასტუმრო გახსნა.

 

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან იუწყებიან, კიდევ ერთი ბიზნესკლასის სასტუმროს SKY TOWER-ის გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის, ბიზნეს სექტორისა და ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

მათივე ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ 21-სართულიან სასტუმროში 101 ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნომერია განთავსებული, 94 სტანდარტული და 7 ლუქსი. მრავალფუნქციური სასტუმრო უზრუნველყოფილია პარკინგითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრით. გარდა ამისა, სასტუმროში


საპრეზიდენტო ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, კაზინო, ღამის კლუბი და სხვა ობიექტებია განთავსებული.

 

სასტუმროს 21-ე სართულზე იფუნქციონირებს SKY Bar ტერასით. სასტუმროს მშენებლობით 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ ეტაპზე სასტუმროში 90 ადამიანია დასაქმებული. მშენებლობაზე კი დასაქმებული იყო 200 ადამიანი.

 

"მეტრო ატლას ჯორჯიამ" პროექტის Metrocity Batumi განხორციელება 2015 წლის თებერვალში დაიწყო. პროექტი მიმდინარე წლის 1 ივლისს დასრულდა. პროექტი ორი კორპუსისგან შედგება, სადაც განთავსებულია 464 ბინა, რომლის 65% უკვე გაყიდულია. პროექტის ფარგლებში აშენდა ასევე სასტუმრო EUPHORIA, სადაც 415 სასტუმრო აპარტამენტია. EUPHORIA-ში ასევე მოეწყო საქართველოში ყველაზე დიდი საკონფერენციო დარბაზი, რომელიც 1500 ადამიანზეა გათვლილი.

 

კომპანია "მეტრო ავრასია ჯორჯია" "ინტურისტ ბათუმის" 50%-იან წილს ფლობს. "მეტრო ავრასია ჯორჯიას" შვილობილმა კომპანიამ ბათუმის საერთაშორისო ავტოსადგურის მშენებლობისთვის 14 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, სადაც კომპანიის ინფორმაციით, 250 ადგილობრივია დასაქმებული. ავტოსადგომი ემსახურება, ადგილობრივ და საერთაშორისო მარშრუტებს.