geo eng rus
სამშაბათი, 23 მაისი, 2017. 01:14
4 თვეში კომერციულმა ბანკებმა 295 356 000 წმინდა მოგება მიიღეს
2017-05-19 15:00:48
+
-

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარ-აპრილში კომერციული ბანკების მოგებამ 295,356 მლნ ლარი შეადგინა, რაც 114,896 მლნ ლარით, დაახლოებით 63,6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-აპრილში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 180,460 მლნ ლარი შეადგინა. 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის იანვარში ბანკების წმინდა მოგება 58,813 მლნ ლარი იყო.   

 

რაც შეეხება 2016 წელს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით შარშან კომერციული ბანკების მოგებამ 679,101 მლნ ლარი შეადგინა.

 

 

ავტორ(ებ)ი: კომერსანტი