geo eng rus
ოთხშაბათი, 28 ივნისი, 2017. 09:20
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა დონალდ ტრამპის გამო 35 მილიარდი დოლარი დაკარგეს
2017-05-18 20:30:00
+
-

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით ამერიკაში პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოწვეული პოლიტიკური არეულობის დროს 500-მილიარდერმა დიდი ოდენობის თანხები დაკარგა.

 

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ბილ გეითსმა, რომლის ქონებაც 86.8 მილიარდ დოლარს შეადგენს, პოლიტიკური არეულობის დროს მისი უმსხვილესი კორპორაციის Microsoft-ის აქციები 2.8%-ით დაეცა. კომპანია Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა 1.7 მილიარდი დოლარით იზარალა, რამაც მილიარდერთა რეიტინგში ცვლილებები გამოიწვია.

 

რაც შეეხება ესპანელ მილიარდერ ამანსიო ორტეგას, მისმა ზარალმა 355 მილიონი დოლარი შეადგინა. მსოფლიოს მილიარდერთა რეიტინგში ის მეორე ადგილს იკავებს და მისი ქონება 83.2 მილიარდი დოლარითაა შეფასებული. გლობალური საფონდო ინდექსი დაეცა, მაშინ როდესაც პოლიტიკურმა არეულობამ თეთრი სახლიც მოიცვა, რასაც პრეზიდენტ ტრამპის რუსეთთან კავშირი და FBI-ის დირექტორის ჯეიმს კოიდის გათავისუფლებაც მოჰყვა. აშშ-ში აქციებმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია, ხოლოს მსოფლიო ინდექსის მაჩვენებელი 1.2 პროცენტით შემცირდა.

 

Facebook-ის შემქმნელმა მარკ ცუკემბერგმა, რომელიც მსოფლიო მილიარდერების სიაში 62.3 მილიარდი დოლარით მეხუთე პოზიციაზეა, პოლიტიკური არასტაბილურობის დროს 2 მილიარდი დოლარით იზარალა.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი: Bloomberg