geo eng rus
კვირა, 28 მაისი, 2017. 08:28
ვენესუელაში ეკონომიკური კრიზისია - ქვეყანა საპროტესტო აქციებისთვის ემზადება
2017-04-21 10:00:04
+
-

ვენესუელაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ეკონომიკური კრიზისია. ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებიც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც, უმუშევრობა მიმდინარე წელს 25%-ს, ხოლო მომდევნო წელს კი 28%-ს გადააჭარბებს. 2015 წელს უმუშევრების რაოდენობა ქვეყანაში სულ რაღაც 7.4%-ს შეადგენდა. ქვეყნის მოსახლეობა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადაყენების მოთხოვნით, მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება.

 


გასულ წელს ვენესუელას ეკონომიკა 18%-ით შემცირდა. ქვეყანა უკვე ზედიზედ მესამე წელია რეცესიაში იმყოფება და სავარაუდოდ ვითარება არც მომავალ წელს შეიცვლება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, ინფლაცია მიმდინარე წელს 72%-ს მიაღწევს და თუკი ქვეყანაში არაფერი შეიცვლება, ინფლაცია მომავალ წელს 2000%-მდე გაიზრდება.

 

1-ელ აპრილს ჩატარებული აქციის დროს მინიმუმ 4 ადამიანი გარდაიცვალა. 

 

უკანასკნელ წლებში ვენესუელაში საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტია. სამომხმარებლო საქონელზე ფასები გაზრდილია, დემოკრატიის ყოველგვარი კვალი კი - წაშლილი.

 

ვენესუელას მდგომარეობა Bloomberg-ს სხვადასხვა ისტორიულ გამოცდილებას ახსენებს: გერმანია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, იუგოსლავია 90-იან წლებში და ზიმბაბვე 10 წლის წინ. ერთ დროს ძლიერი ვალუტა, ბოლივარი დღეს ჰიპერინფლაციას განიცდის. მთავრობის განკარგულებით, ქვეყანაში 500, 1000, 5000, 10,000 და 20,000-იანი ბანკნოტები იჭრება. შედეგად ვენესუელელებს აქვთ ძალიან დიდი რაოდენობის ფული, მაგრამ მათ არაფრის ყიდვა არ შეუძლიათ - „იმდენი ფული მაქვს, თავი პაბლო ესკობარი მგონია," აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

 

 

ავტორ(ებ)ი: Bloomberg, CNNMoney