geo eng rus
ორშაბათი, 01 მაისი, 2017. 02:29
Uber-ის პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს
2017-03-20 15:57:35
+
-

Uber Technologies-ის პრეზიდენტი, ჯეფ ჯოუნსი თანამდებობას პოსტის დაკავებიდან 6 თვეში ტოვებს. გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ კომპანიის სახელი უკანასკნელ პერიოდში არაერთ სკანდალთან იყო დაკავშირებული. გამოსაყოფია კომპანიის გენერალური დირექტორის, ტრევის კალანიკის სკანდალური ვიდეო, რომელიც Bloomberg-მა გაავრცელა, სადაც იგი Uber-ის ერთ-ერთ მძღოლს ეკამათება.

 

 

ტრევის კალანიკმა კვირას კომპანიის თანამშრომლებს მეილი მიწერა, სადაც ჯოუნსის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. „ჯოუნსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ იგი თავის მომავალს Uber-ს არ უკავშირებს. თუმცა გვინდა, რომ ჯეფს დიდი მადლობა გადავუხადო," აღნიშნულია წერილში.

 

 

საინტერესოა, რომ Uber-ს მხოლოდ ჯოუნსი არ ტოვებს. კომპანიას ვიცე-პრეზიდენტი, ბრაიან მაკკლენდონი ტოვებს. მისი მთავარი მოვალეობა კომპანიაში რუკების პროგრამების შედგენა და მათ ეფექტური მუშაობა წარმოადგენდა.

 

 

 

ავტორ(ებ)ი: Bloomberg