geo eng rus
ხუთშაბათი, 30 მარტი, 2017. 06:43
Model 3-ის გამოსაშვებად Tesla $1.15 მილიარდს მოიზიდავს
2017-03-17 10:00:39
+
-

ოთხშაბათს Tesla-მ თავისი სამომავლო გეგმების შესახებ განცხადება გააკეთა. ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია დიდი მოლოდინის ქვეშ მყოფი Model 3-ის გამოშვებამდე $1.5 მილიარდის მოზიდვას აპირებს.

 

 

Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა, ელონ მასკმა აღნიშნულთან დაკავშირებით პირველად რამდენიმე კვირის წინ ისაუბრა. დამატებითი კაპიტალი კომპანიას Model 3-ის ბაზარზე გამოსაშვებად და კომპანიის საფინანსო ბალანსის გასაძლიერებლად სჭირდება.

 

 

გასული წლის მეოთხე კვარტლის შემდეგ Tesla-ს ანგარიშზე $3.4 მილიარდი ჰქონდა - $300 მილიონით მეტი, ვიდრე წინა კვარტალში. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კომპანიის აქციები 3%-ით გაიზარდა.

 

 

ავტორი: CNBC