geo eng rus
სამშაბათი, 21 თებერვალი, 2017. 10:16
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად სამედიცინო დაწესებულებებისთვის ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება
2017-02-16 10:00:00
+
-

1 მარტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად სამედიცინო დაწესებულებებისთვის ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება.

 

 

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სელექტიური კონტრაქტირება განხორციელდება მხოლოდ იმ კლინიკებში, სადაც:

 


• წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარეა

 


• პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში მინიჭებული აქვს შესაბამისი დონე.

 


პირველ ეტაპზე, ცვლილება სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებებს შეეხება. პროგრამაში დარჩებიან მხოლოდ ის კლინიკები, რომლებიც ამ ორ კრიტერიუმს აკმაყოფელებენ. პირველ ეტაპზე ცვლილებები სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდება, რადგან ამ ქალაქებში უკვე არსებობს 2 ან მეტი სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება.

 

 


საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღა, სწორედ ამ ცვლილებით ამოქმედდა. სელექციური კონტრაქტირება დედათა და ბავშვთა მოვლის დაწესებულებებიდან იმის გათვალისწონებით დაიწყო, რომ წინამოსამზადებელი სამუშაოები მსგავსი პროფილის კლინიკებში უკვე ჩატარებულია (კლინიკებს მინიჭებული აქვს შესაბამისი დონეები).

 


საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღის ფარგლებში, სელექციურიური კონტრაქტირება სხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებშიც იგეგმება.

 


ცვლილება დღეს ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკების წარმომადგენლებსა და დედათა და ბავშვთა საბჭოს წევრებს გააცნო.