geo eng rus
სამშაბათი, 21 თებერვალი, 2017. 10:16
პირველი მფრინავი ავტომობილი უკვე გაყიდვაშია
2017-02-15 10:00:54
+
-

ჰოლანდიაში გაყიდვაში პირველი სერიული მფრინავი ავტომობილი გამოჩნდა. Autocar-ის ინფორმაციით, ბაზარზე მხოლოდ 90 PAL-V Libertу გამოჩნდება, ხოლო კლიენტები მის მიღებას 2018 წლიდან შეძლებენ. ნახევარ მილიონ ევროდ შეფასებული PAL-V Libertу ავზის მთლიანად შევსების შემდეგ 500 კილომეტრს ფარავს.

 

მფრინავი ავტომობილი ორი ძრავით არის აღჭურვილი. ერთი მათგანის ფუნქცია საავტომობილო გზაზე გადადგილება, ხოლო მეორესი კი ფრენაა. ავტომობილის მფრინავ აპარატად ქცევის პროცესი დაახლოებით 5-10 წუთი გრძელდება.

 

ასაფრენად დაახლოებით 200 მეტრის სიგრძის გზა არის საჭირო. PAL-V Libertу-ს 3500 მეტრზე აფრენა და 180 კმ/სთ-ს განვითარება შეუძლია.

 

 

ავტორი: rbc.ru