geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 10:45
ტრამპი თეირანის წინაამღდეგ - რა ბედი ელის „ბირთვულ გარიგებას"?
2017-02-14 10:00:26
+
-

10 თებერვალს ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის 38-ე წლისთავი აღნიშნეს. ქუჩებში გამოვიდა ათასობით ადამიანი ანტიმარიკული და ანტიისრაელური ლოზუნდებით. საზეიმო მიტინგზე სიტყვით გამოვიდა ქვეყნის პრეზიენტი ჰასან როხანი, რომელმაც განაცხადა, რომ ირანი აშშ-ს მუქარას საკადრის პასუხს გასცემს.

 

ურთიერთობები თეირანს და ვაშინგტონს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც ირანმა 29 იანვარს საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტის გაშვება განახორციელა, რითაც ქვეყანამ დაარღვია გაეროს რეზოლუცია, რომელიც ზღუდავ ირანის სარაკეტი პროგრამას, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინმა განაცხადა.

 

ტრამპმა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა არა ერთხელ გააკრიტიკეს შეთანხმება, რომელიც შეიმუშავეს ირანმა, აშშ-მ, გერმანიამ, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა, რუსეთმა და ჩინეთმა.

 

ბალისტიკური რაკეტის ცდის საპასუხოდ ტრამპმა არა მარტო დაგმო თეირანის ქმედებები, როგორც რეგიონში სტაბლიურობის დარღვევის მცდელობა, არამედ შემოიღო ახალი სანქციები 13 ადამიანის და 12 სტრუქტურის წინაამღდეგ, რომელსაც შეხება აქვთ ირანის ბალისტილურ პროგრამასთან.

 

ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ჰამენემი დონალდ ტრამპს „ამერიკული კორუფციის ნამდვილი სახე" უწოდა.
თუმცა, ბირთვული შეთანხმების ყველა მონაწილე არ თვლის ირანის ქმედებებს შეთახმების დარღვევად. მაგალითად, რუსული მხარე ამტკიცებს, რომ შეთახმდება აძლევს ირანს მხოლოდ რეკომენდაციას შეიკავოს თავი ბალისტიკური რაკეტების ცდებისგან, თუმცა პირდაპირ აკრძალვას ადგილი არა აქვს.

 

გაეროში რუსეთის წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის თქმით, თეირანის ქმედებები არ ეწინაამღდეგება მიღწეულ შეთანხმებებს და არ არსებობოს არანაირი ტექნიკური, იურიდიული, ან პოლიტიკური მიზეზები იმისთვის, რომ ირანს დაბრალდეს აკრძალვის დარღვევა. ირანიც ასევე თვლის, რომ აქვს სარაკეტო პროგრამის განვითარების სრული უფლება.

 

ბირთვული გარიგების ევროპელმა მონაწილეებმა გააკეთეს შედარებით მოზომილი განცხადებები და მოუწოდეს ირანს თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც აღრამვებენ უნდობლობს.

 

თუმცა შეთანხმების მომავალი აშშ-ს ახალი პრეზიდენტის მკვეთრად უარყოფითი პოზიციის გამო მაინც საფრთხის ქვეშაა.

 

„ყველაფერი რაც შეეხება ამ შეთანხმებას, საშინელებაა. როგორც ბიზნესმენს, მე შემიძლია გავარჩიო ერთმანეთისგან კარგი და ცუდი გარიგება. ამ შეთანხმების გაგება შეუძლებელია" - განახცადა დონალდ ტრამპმა გაზეთ „ისრაელ ხა-იომ"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

ის მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში აკრიტიკებდა შეთანხმებს, თუმცა არ უთქვამს, რას აპირებს მომავალში. ამერიკის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი უფრო თავშეკავებულია შეფასებებში და თვლის, რომ უნდა მოხდეს გარიგების „სრულმასშტაბიანი ანალიზი".

 

ტრამპის პოზიციას მხარს უჭერს ისრაელი და ასევე რესპუბლიკური პარტიის დიდი ნაწილი, რომელიც აკრიტიკებდა ბარაკ ობამას გარიგებაზე დათანხმების გამო - ისინი თვლიან, რომ შეთახმება არ არის გამაგრებული ირანის მხრიდან საკმარისი გარანტიებით.

 

ტრამპმი ჯერჯერობით ვერ გაერკვია, რას უპირებს ამ გარიგებას, მხარეები კი მოუწოდებენ მას შეიკავოს თავი ნაჩქარევი ნაბიჯებისგან.

 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად შარიფმა განაცხადა, რომ ირანი არ გადახედვს შეთანხმებას.

 

„სავარაუდოთ, ტრამპი მოითხოვს ახალ მოლაპარაკებებს. მაგრამ ამას არ დათანხმდებიან არც ირანი და არც ევროპა" - თვლის მინისტრი.

 

რუსეთმა უკვე აშკარად დაიჭირა ირანის მხარე.

 

„თუ შეთანხმება ჩაიშლება, მაშინ პრობლემები, რომლებიც ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად გვარდება, დადგება ახალი ძალით და სიტუაცია ისევ გახდება არაპროგნოზირებადი. აშშ-ს მკაცრი რიტორიკის საპასუხოდ, ირანი შეიძლება თვითონაც გავიდეს შეთანხმებიდან. და ეს იქნება ჩავარდნა მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის" - განაცხადა რუსმა დიპლომატმა მიხაილ ულიანოვმა.

 

საფრანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-მარკ ეირომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „სერიოზულადაა შეშფოთებული აშშ-ს ადმინისტრაციის დამოკიდებულებით ამ დოკუმენტისადმი".

თუმცა ირანელი ექსპერტის მოჰამედ მარანდის აზრით, მტრული რიტორიკის მიუხედავად, ტეირანი და ვაშინგტონი არ წავლენ უკიდურეს ზომებზე.

 

„ტრამპს აქვს ბევრი სირთულე შიდა პოლიტიკაში, ამიტომც მას არ უღირს ახალი საერთაშორისო კონფლიქტის გაღვივება. ირანი კი არ წავა ახალ დაპირისპირებაზე, რადგანაც თეირანს არ სურს ისევ საქნციების ქვეშ მოხვედრა" - თვლის ექსპერტი.

 

 

ავტორი: rbc.ru