geo eng rus
სამშაბათი, 23 მაისი, 2017. 01:21
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი – "პირადად ჩავერთვები ქართული პროდუქციის შეძენაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებაში"
2017-01-12 13:10:31
+
-

„აწარმოე საქართველოში სწრაფი განვითარებისთვის" - 2017 წლიდან, ამ სახელწოდებით, ერთი ქუდის და ბრენდის ქვეშ გაერთიანდება ყველა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ზრდაზეა ორიენტირებული. განახლებული პროგრამის პრეზენტაცია დღეს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ გამართა. ბრენდის ქვეშ გაერთიანდება ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს და საქართველოში საპარტნიორო ფონდის მეწარმეობის ხელშეწყობისთვის არსებული პროექტები: მათ შორის „აწარმოე საქართველოში", „ერთიანი აგროპროექტი", „მიკრო და მინი გრანტები", „სტარტაპ საქართველო" და სხვა.

 

 

 

 

როგორც პრეზენტაციაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, პირადად ჩაერთვება იმ ინიციატივის გაძლიერებაში, რომელიც სამამულო წარმოებას შეუწყობს ხელს.

 

 

 

 


„პირადად ვარ და ვიქნები ჩართული იმ ინიციატივის გაძლიერებაში, რომელიც ეროვნულ წარმოებას შეუწყობს ხელს. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საზოგადოებაში არსებულ ინიციატივას, რომელიც სწორედ ქართული პროდუქციის შეძენაზეა ორიენტირებული და მინდა დაგარწმუნოთ აქ მყოფი ბიზნესმენებიც და მთავრობის წარმომადგენლებიც, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად - პირადად მე და ადმინისტრაცია, ვიქნებით ჩართული ეროვნული პროდუქციისა და წარმოების წახალისებაში; იმაში, რომ ჩვენი მომხმარებელი იყოს ორიენტირებული სწორედ ჩვენი ეროვნული პროდუქციის შეძენასა და წარმოების გაძლიერებაში", - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

 

 

 


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, იმ გამოწვევებზე პასუხი, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას არის არსებული ეკონომიკური მდგომრეობის და ეკონომიკური ვითარების დაძლევაში - დასაქმების გაზრდაში, მცირე და საშუალო ბიზნესის წილის გაზრდაში, იმ ადგილობრივი ინიციატივების ხელშეწყობაში.

 

 

 

 

„ჩვენ ნამდვილად ვერ შევძლებთ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ძალიან ეფექტური ჯანდაცვის პროგრამა, თუ არ იქნება მეტი შემოსავლები. ჩვენ ვერ შევძლებთ გავაღრმავოთ ჩვენი ინვესტიციები განათლებაში, ჩვენ ვერ შევძლებთ უფრო ინტენსიურად დავაფინანსოთ ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩვენ ვერ შევძლებთ ვემსახუროთ ჩვენს საზოგადოებას კიდევ უფრო ეფექტურად, თუ არ იქნება წინ წამოწეული და გაზრდილი ჩვენი ბიზნესის შესაძლებლობები.

 

 

 


შესამაბისად, პასუხი უმრავლეს კითხვაზე, უმრავლეს გამოწვევაზე, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, სწორედ ჩვენი ბიზნესის გაძლიერებაშია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.