geo eng rus
შაბათი, 27 მაისი, 2017. 06:35
Honda-მ აშშ-ს ბაზრიდან 772,000 ავტომობილი ამოიღო - "საქართველოდან მანქანების გაწვევა არ მომხდარა"
2017-01-11 17:30:14
+
-

 

Honda Motor Co-მ აშშ-დან 772,000 ავტომობილი გაიწვია. აღნიშნულის მიზეზი უსაფრთხოების ბალიშების გაუმართაობაა, რომლებიც შესაძლოა მგზავრისათვის სახიფათო გახდეს. კომპანიის მიხედვით, გაწვევა მხოლოდ ამერიკულ ბაზარს შეეხება.  

 


CNBC–ის მიხედვით, ავტოავარიის დროს უსაფრთხოების ბალიშები შესაძლოა, გასკდნენ და მგზავრები მეტალის ნამსხვრევებმა დააზიანონ.

 

ავტომობილების გაწვევა შეეხება შემდეგ მოდელებს: 

 

1) 2005-2006 Acura MDX;

2) 2005-2012 Acura RL;

3) 2008-2012 Honda Accord;

4) 2006-2011 Honda Civic;

5) 2007-2012 Honda Fit; 

6) 2010-2012 Honda Insight;

7) 2009-2012 Acura TSX;

8) 2011-2012 Acura TSX Wagon;

9) 2010-2012 Acura ZDX;

10) 2010-2012 Honda Crosstour;

11) 2005-2011 Honda CR-V;

12) 2005-2011 Honda Element;

13) 2012 Honda FCX Clarity;

14) 2005-2012 Honda Pilot;

15) 2006-2012 Honda Ridgeline.

 

გაიწვია თუ არა კომპანიამ საქართველოდან მანქანები, ამის გარკვევას "კომერსანტი" Hondა–ს საქართველოს წარმომადგენლობაში სეეცადა. როგორც კომპანიაში განაცხადეს, ამერიკულ ბაზარზე ხვდება კონცერნის მიერ ამერიკაში წარმოებული მანქანები, საქართველოში კი შემოყვანილი ავტომობილები კი იაპონიაშია წარმოებული. 

 

"ისეთი ფაქტი, რომ Honda–ს საქართველოდან რომელიმე მოდელის მანქანა გაეწვია, არ დაფიქსირებულა", – განუცხადეს "კომერსანტს" Honda-ს საქართველოს წარმომადგენლობაში. 

 

 

ავტორი: СNBC, "კომერსანტი"