უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადასცა $90 მილიარდის ღირებულების იარაღის სია, რაც უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში სჭირდება.
"ჩვენ აშშ-ს პრეზიდენტს წარუვდგინეთ სია იმ ყველაფრის, რაც უკრაინს სურს რომ მიიღოს, თავისი დეტალებით და ილუსტრაციებით" – თქვა ზელენსკიმ ბრიფინგზე.
27 სექტემბერს WSJ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ტრამპს Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება სთხოვა, რომელთა მოქმედების რადიუსი 2 400 კილომეტრს აღემატება.
WSJ ასევე წერს, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები შემდეგ კვირას ვაშინგტონში ვიზიტით ჩავლენ, რათა აშშ-ს თავდაცვის მინისტრთან, პიტ ჰეგსეთთან მოლაპარაკებები გამართონ.
ცნობისთვის, 23 სექტემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში რუსეთი "ქაღალდის ვეფხვს" შეადარა და დაწერა, რომ უკრაინას რუსეთისგან მთელი ტერიტორიის უკან დაბრუნება შეუძლია.
მოგვიანებით, Fox-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კითხეს, გაკვირვებულია თუ არა ტრამპის ბოლო გზავნილით, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთისგან ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნება.
ზელენსკის თქმით, ტრამპი ხედავს რომ უკრაინისგან განსხვავებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს არ სურს ომის დასრულება, რის გამოც აშშ მზად არის უკრაინას ბოლომდე გვერდში ედგეს.