მარიუპოლის მცველები უკრაინაში დაბრუნდნენ. ვოლოდიმირ ზელენსკი, თურქეთში ვიზიტის შემდეგ უკრაინაში აზოვის მეთაურებთან ერთად ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

„ვბრუნდებით სახლში თურქეთიდან და თან მიგვყავს ჩვენი გმირებიც. უკრაინელი ჯარისკაცები, დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერგეი ვოლინსკი, ოლეგ ხომენკო, დენის შლეგა საბოლოოდ ოჯახებთან იქნებიან“, -  წერს ზელენსკი.

აქამდე არსებული შეთანხმების თანახმად, „აზოვის“ მეთაურები თურქეთში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირადი მფარველობის ქვეშ ომის დასრულებამდე უნდა დარჩენილიყვნენ, თუმცა როგორც ჩანს პირობა შეიცვალა.

შეგახსენებ, რომ „აზოვსტალის“ მცველები 2022 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს ტყვეობიდან და თურქეთში იმყოფებოდნენ. ტყვეთა გაცვლის თაობაზე რუსეთის მხარესთან მოლაპარაკებებს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხელმძღვანელობდა.