ესპანურმა ჯგუფმა Inditex-მა, რომელიც ფლობს ბრენდებს ZARA, Pull & Bear, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho, Zara Home და სხვებს, ურაინაში მუშაობა შესაძლოა ოქტომბრის ბოლომდე განაახლოს. ამის შესახებ უკრაინის სავაჭრო ცენტრების საბჭოს თავმჯდომარემ მაქსიმ გავრიუშინმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ Inditex-ის დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური თვალსაზრისით, რადგან ის ასევე იქნება სიგნალი სხვა საერთაშორისო საცალო ვაჭრობისთვის, რომ გახსნანა მაღაზიები.
„მე მაქვს განცდა, რომ გახსნა შეიძლება მოხდეს იმაზე სწრაფად, ვიდრე ჩანს. ამის უახლოესი შესაძლებლობა აგვისტოს ბოლოს ან ოქტომბრის ბოლოსაა“, - განაცხადა უკრაინის სავაჭრო ცენტრების საბჭოს თავმჯდომარემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ თუ Inditex შემოდგომაზე არ დაბრუნდება, მაშინ ეს გაზაფხულზე იქნება მოსალოდნელი.