რუსული ჯარების მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, გამაგრილებელ ავზებში წყლის ნაკლებობის პრობლემა დროებით მოგვარდა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს [IAEA] გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის ცნობით, ელექტროსადგურმა დაასრულა ათი ჭაბურღილის ბურღვა რეაქტორების გაგრილებისთვის საჭირო მიწისქვეშა წყლების მოსაპოვებლად. ახლა რეზერვუარებს შეუძლიათ მიიღონ 200 კუბურ მეტრზე მეტი წყალი, რომელიც საჭიროა ექვსი რეაქტორისა და დახარჯული საწვავის გასაგრილებლად.

IAEA-ს ექსპერტები ზაპოროჟიას ატომური ელექტროსადგურის და მიმდებარე ტერიტორიის ინსპექტირებას აგრძელებენ. მათი ინფორმაციით, ამჟამად ქარხნის ირგვლივ ახალი მძიმე იარაღი არ აღმოუჩენიათ, თუმცა, ადგილზე რჩება ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ადრე აღმოჩენილი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები.

IAEA შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ  ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კვალიფიციური პერსონალის მნიშვნელოვანი დეფიციტია.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივნისში, რუსების მიერ, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შემდეგ, ზაპოროჟიეს სადგურზე, ავზებში წყლის ნაკლებობის გამო, რეაქტორების გაგრილების პრობლემა გაჩნდა. 

mtvari.tv