საავიაციო ანალიტიკურმა კომპანიამ Cirium-მა პლანეტის ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიების და ყველაზე ეფექტური აეროპორტების ყოველწლიური რეიტინგი წარმოადგინა.

კომპანიამ 2024 წელს ათობით მილიონი ფრენის ჩამოსვლისა და გამგზავრების მონაცემები გააანალიზა, რათა დაედგინა, რამდენად იცავდნენ ისინი წინასწარ გაწერილსგანრიგებს.

ფრენა კლასიფიცირდება როგორც “პუნქტუალური”, თუ ის ჩამოფრინდა დაგეგმილი დაშვებიდან 14 წუთსა და 59 წამში. თუმცა, რეიტინგში მხოლოდ ის ავიაკომპანიები მოხვდნენ, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ზომისა და რეგიონული მრავალფეროვნების კრიტერიუმებს.

Cirium-ის თანახმად, მექსიკური Aeromexico იყო მსოფლიოში ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანია 2024 წლის განმავლობაში, რადგანაც მისი ფრენების 86.7% დროულად შესრულდა.

პუნქტუალიური ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე 86,35%-იანი მაჩვენებლებით, მეორე ადგილზეა Saudi Arabian Airlines, მესამეზე კი ამერიკული ავიაკომპანია Delta Air Lines-ის გახდა, რომელმაც 2024 წელს რეისების 83,46% შეასრულა პუნქტუალურად.

ევროპაში კი პუნქტუალურობით მადრიდში დაფუძნებული Iberia Express-ი ლიდერობს, რასაც ამ რეიტინგში მოჰყვება მისი დედა ავიაკომპანია – Iberia. ძველი სამყაროს ტოპ 5 ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანია ასე გამოიყურება:

Iberia Express (ესპანეთი) – რეისების 84,69% შესრულდა პუნქტუალურად;

Iberia (ესპანეთი) – რეისების 81,58%  შესრულდა პუნქტუალურად;

SAS (შვეიცარია) – რეისების 81,40% შესრულდა პუნქტუალურად;

Vueling (ესპანეთი) – რეისების 81,20% შესრულდა პუნქტუალურად;

Norwegian Air Shuttle (ნორვეგია) – რეისების 79,23% შესრულდა პუნქტუალურად;

ავიანიუსი