გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ყველაზე დიდი შხამია ის გაურკვევლობა, რომელიც აშშ-ისა და ევროპის ეკონომიკებისთვის საბაჟო გადასახადების გარშემო არსებობს.

ამის შესახებ ფრიდრიხ მერცმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მერცის თქმით, ვაშინგტონში ვიზიტამდე მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან ერთობლივი პოზიციის შესამუშავებლად.

„ვაშინგტონში ჩავალ კოორდინირებული ევროპული პოზიციით. ევროპისა და აშშ-ის ეკონომიკებისთვის ყველაზე დიდი შხამი სწორედ ეს მუდმივი გაურკვევლობაა საბაჟო გადასახადების გარშემო. ეს გაურკვევლობა უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა მერცმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გლობალურ 10%-იან ტარიფებს 15%-მდე ზრდის.

1tv.ge