ლონ მასკის სოციალური პლატფორმა X, ანუ ყოფილი Twitter-ი, ფუნდამენტური ცვლილების ზღვარზეა – სულ რაღაც რამდენიმე კვირაში აპლიკაციაში კრიპტოაქტივებითა და აქციებით ვაჭრობის ფუნქციონალი ჩაეშვება.
პროექტის ფარგლებში, X თანამშრომლობას იწყებს წამყვან ფინანსურ პლატფორმებთან და ბროკერებთან, რათა მომხმარებლებს საშუალება ჰქონდეთ, პირდაპირ სოციალური პლატფორმიდან გაუსვლელად შეიძინონ სასურველი ციფრული აქტივები.
მოსალოდნელია, რომ პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომი იქნება ძირითადი კრიპტოვალუტები, მათ შორის: ბიტკოინი, ეთერიუმი და რა თქმა უნდა, Dogecoin-ი, ასევე აშშ-ის საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიების აქციები.
მასკმა არაერთხელ აღნიშნა, რომ X-ის მიზანია ფინანსური ტრანზაქციების ისევე გამარტივება, როგორი მარტივიც დღეს პოსტის გამოქვეყნებაა. ამასთან, მასკს X-ის ტრანსფორმაცია და სუპერაპად გადაქცევა სურს.