აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს Chevron Corp-ზე გაცემული ლიცენზიის გაგრძელებას ვენესუელიდან ნავთობის წარმოებისა და ექსპორტისთვის, იუწყება The Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
Chevron-მა ლიცენზია ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, 2022 წლის ნოემბერში მიიღო. ტრამპის დროს, ლიცენზია გაუქმდა და აშშ-ის ხაზინამ კომპანიას 3 აპრილამდე მისცა ვადა ქვეყანაში საქმიანობის შეწყვეტისთვის.
Chevron–ზე მოდის ვენესუელას ნავთობის მოპოვების დაახლოებით მეოთხედი და მისი ექსპორტის მესამედი, წერს WSJ. მისი წყაროების ცნობით, ტრამპმა ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებთან 19 მარტს შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ღია იყო სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გადახედვისთვის. შეხვედრას ასევე ესწრებოდა Chevron-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკ ვირტი.
წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ ვირტმა ადრე გამართა რიგი კერძო შეხვედრები მაღალჩინოსნებთან, მათ შორის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ხაზინის მდივან სკოტ ბესენტთან. ის ასევე შეხვდა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს. ამ შეხვედრებზე ვირტმა ითხოვა ვენესუელაში მუშაობის ნებართვის გახანგრძლივება მინიმუმ კიდევ 60 დღით.
წყარო: interfax