დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Wizz Air-მა ვილნიუსიდან ახალი რეისი დაიწყო, რომელიც ლიეტუვის დედაქალაქს მონტენეგროში, პოდგორიცასთან დააკავშირებს.
პირველი რეისი 7 ივნისს შედგა. შემდეგ თვითმფრინავები კვირაში ორჯერ - ხუთშაბათობით და კვირაობით იფრენენ.
ახალი მარშრუტის ბილეთების ფასი ერთ მიმართულებაზე 30 ევროდან იწყება, ფრენის ხანგრძლივობა კი 2 საათი და 25 წუთია.
უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ფრენებს ვილნიუსიდან ტირანაში, პრაღაში, ლარნაკაში, ტალინში, ბუდაპეშტში, რეიკიავიკში, თელ-ავივში, ასევე იტალიის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ქალაქებში ახორციელებს.