Yandex Georgia საერთაშორისო ორგანიზაცია Top Employers Institute-ის მიერ 2026 წლის ერთ-ერთ საუკეთესო დამსაქმებლად დასახელდა.

Top Employer 2026-ის სერტიფიკატი კომპანიებს ენიჭებათ ადამიანური რესურსების მართვის, თანამშრომელთა განვითარების, სამუშაო გარემოსა და კეთილდღეობის მიმართულებით მაღალი სტანდარტების დაცვისთვის.

Top Employers Institute მსოფლიოს 131 ქვეყანაში ოპერირებს და ორგანიზაციებს მრავალფეროვანი საერთაშორისო კრიტერიუმების საფუძველზე აფასებს.

Yandex Georgia-ს შეფასებით, აღნიშნული აღიარება კომპანიის ძალისხმევის შედეგია, რომელიც საქართველოში თანამედროვე, ინკლუზიური და თანამშრომლებზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნას ემსახურება.