„აქსიოსის“ ინფორმაციით, აშშ-ის მერ ირანზე მიტანილი იერიშების საპასუხოდ, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი რაკეტებითა და  დრონებით დაესხა თავს ბაჰრეინში, ქუვეითსა და იორდანიაში განლაგებულ ამერიკულ ბაზებს.

ჟურნალისტების ცნობით, ამ ობიექტების მიმართულებით ირანიდან, სულ მცირე, ოთხი ბალისტიკური რაკეტა და რამდენიმე დრონი გაუშვეს.

ამასთან, როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა თითქმის ყველა რაკეტა და დრონი გააუვნებელყვეს.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია ირანის წინააღმდეგ „თავდაცვითი დარტყმების“ შესახებ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იერიშები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მითითებით, ჰორმუზის სრუტესთან ამერიკული ვერტმფრენის ჩამოგდების საპასუხოდ განხორციელდა.

1tv.ge