ფრანგული ავტომწარმოებელი Renault დრონების წარმოებიდან და სხვა თავდაცვითი პროექტებიდან მიღებულ შემოსავლებზე არაფორმალური 5%-იანი ლიმიტის დაწესებას გეგმავს, - იტყობინება Financial Times სამშაბათს.

2025 წელს კომპანიამ 2.3 მილიონი ავტომობილი გაყიდა, რითაც მთლიანი შემოსავალი 3%-ით, 58 მილიარდ ევრომდე გაზარდა.

გაზეთის წყაროების ცნობით, კომპანია სამხედრო კონტრაქტებს სიფრთხილით ეკიდება, რადგან სურს შეინარჩუნოს თავისი, როგორც სამომხმარებლო ბრენდის, იდენტობა და არ დაარღვიოს ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) სტანდარტები.

ორი წლის წინ, საფრანგეთის მთავრობამ მიმართა სამრეწველო კომპანიებს, დახმარებოდნენ დრონების წარმოების გაზრდაში. საპასუხოდ, მიმდინარე წლის იანვარში, Renault-მ ხელი მოაწერა შეთანხმებას ფრანგულ თავდაცვის ჯგუფ Turgis Gaillard-თან, ლე მანის ქარხანაში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების შესახებ.

პარტნიორები შეთანხმდნენ საფრანგეთის თავდაცვის შესყიდვების სააგენტოსთან (DGA), რომ წლის ბოლომდე შექმნიდნენ პროტოტიპს და მოამზადებდნენ საწარმოო ხაზს, რომელსაც თვეში 600 დრონის წარმოება შეეძლება.

ვრცლად liga.net – ზე