მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ((World Economic Forum, WEF) ყოველწლიური გამოკითხვის თანახმად, 2025 წლის მთავარი გლობალური რისკები იქნება შეიარაღებული კონფლიქტები, ექსტრემალური ამინდის პირობები და დეზინფორმაციული კამპანიები. 

კვლევა ჩატარდა 2024 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში რისკების მართვის 900-ზე მეტ ექსპერტს, პოლიტიკოსსა და ტოპ მენეჯერს შორის.

წლის დასაწყისში შეშფოთების მთავარ მიზეზად შეიარაღებული კონფლიქტები 23 რესპონდენტმა დაასახელა.

დეზინფორმაცია ზედიზედ მეორე წელია დასახელდა მთავარ გლობალურ რისკად, ხოლო გარემოსდაცვითი საკითხები, მათ შორის კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და ეკოსისტემის განადგურება, დასახელდა მთავარ რისკად 10 წლის ჰორიზონტზე.

„მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობა, გლობალური ნდობის ეროზია და კლიმატის კრიზისი უპრეცედენტო ზეწოლას ახდენს გლობალურ სისტემაზე“, - თქვა WEF-ის მმართველმა დირექტორმა მირეკ დუსეკმა.

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 20-24 იანვარს გაიმართება.

interfax