გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen AG – ს (VW) გლობალური გაყიდვები მესამე კვარტალში 7,1%-ით შემცირდა, ხოლო 2024 წლის პირველ ცხრა თვეში 2,8%-ით.

გაყიდვების კლება ძირითადად გამოწვეულია ჩინეთსა და აზია-წყნარი ოკეანის დანარჩენ რეგიონში მოთხოვნის შემცირებით.

როგორც VW-ის პრესრელიზშია ნათქვამი, ივლის-სექტემბერში კლიენტებისთვის მიწოდებამ შეადგინა 2,176 მილიონი მანქანა, წლის დასაწყისიდან - 6,524 მილიონი ერთეული.

VW-ის გაყიდვები ჩინეთში მესამე კვარტალში 15%-ით შემცირდა, ცხრა თვეში - 10,2%-ით, დანარჩენ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში - შესაბამისად 23,4%-ით და 18,3%-ით. ევროპაში უმნიშვნელო კლება დაფიქსირდა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ასევე ახლო აღმოსავლეთში – მატება.

VW-ის ელექტრომობილების (BEV) მიწოდება ივლის-სექტემბერში 9.8%-ით ნაკლები იყო, ვიდრე ერთი წლის წინათ. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ავტომწარმოებელმა მომხმარებელს გაუგზავნა 506,5 ათასი ელექტრომობილი - 4,7%-ით ნაკლები წინა წელთან შედარებით.

პორშეს (VW ჯგუფის ნაწილი) ელექტრო მანქანების გაყიდვები მესამე კვარტალში 25%-ით დაეცა, ხოლო წლის დასაწყისიდან 41%-ით.

ავტომწარმოებლის ელექტრომობილების გაყიდვები ჩინეთში ივლის-სექტემბერში 5,2%-ით, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში 26,5%-ით გაიზარდა.

პარასკევს ვაჭრობაში VW-ის აქციები 0,9%-ით დაეცა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან მათი ღირებულება 18,1%-ით შემცირდა.

interfax