REUTERS-ისა და BLOOMBERG-ის წყაროების თანახმად, ვრცელდება ცნობები, რომ ჩინეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი- სი ძინპინის დასამხობად: უკვე დაკავებულია ორი საკვანძო გენერალი, მათი ოჯახები და კიდევ 3000-მდე სამხედრო პირი.
რა არის ცნობილი ამ დროისთვის:
სი ძინპინის წინააღმდეგ გადატრიალების ორგანიზებაში ეჭვმიტანილია ჭანგ იოუსია (ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე).
ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ დაპირიაპირებას- გასროლას ცეცხლსასროლი იარაღებიდან ჭანგის ნდობით აღჭურვილ სამხედროებსა და პრეზიდენტის დაცვას შორის, რის შედეგადაც სი ძინპინის რამდენიმე მცველი დაიჭრა და დაიღუპა.
ჭანგ იოუსია და გაერთიანებული შტაბის უფროსის, ლიუ ჟენლის გეგმებში შედიოდა ჯარების მობილიზება სი ძინპინის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების განსახორციელებლად.
ლოზუნგად იგეგმებოდა მოწოდების გამოყენება: „პარტიის გადარჩენა და ერის გადარჩენა“.
გეგმა ჩაიშალა უახლოესი გარემოცვიდან ადამიანების მხრიდან სავარაუდო ღალატის გამო.
ორივე გენერალი იმყოფება მკაცრი კონტროლისა და გამომძიებელთა მეთვალყურეობის ქვეშ, მათთან ერთად მათი ოჯახები და კიდევ 3000-მდე სამხედროა დაპატიმრებული.
გეგმის გამოაშკარავების შემდეგ შემოღებულ იქნა მომატებული საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმი, გაჩერდა ჯარების გადაადგილება, მოხდა ტელეფონების კონფისკაცია და დაიწყო მასობრივი პროპაგანდა.
ყველა ეს მოვლენა დაემთხვა ჩინეთის სამხედრო სწავლებებს, რომლებზეც ხდებოდა ტაივანზე დარტყმის იმიტაცია მისი ხელისუფლების განადგურების მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა გამოძიების დაწყება გენერალ ჭანგ იოუსია და ლიუ ჟენლის მიმართ (ოფიციალური მიზეზი: „დისციპლინისა და კანონის სერიოზული დარღვევა“, რაც ხშირად კორუფციას ნიშნავს), ინფორმაცია უშუალოდ „სამხედრო გადატრიალების მცდელობისა“ და „სროლების“ შესახებ ამ ეტაპზე დაუდასტურებელია და ძირითადად ვრცელდება სოციალურ ქსელებსა და ოპოზიციურ მედიასაშუალებებში. დასავლური სააგენტოები (Reuters, Bloomberg) ამას უფრო მეტად სი ძინპინის მხრიდან სამხედრო ელიტის მორიგ „წმენდად“ აფასებენ.