ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად მიღებული რეზოლუციის პროექტის მიხედვით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის პარლამენტს ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების 50 წლით დაწესება სთხოვა. კანონპროექტი, რომელიც უკრაინის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ითვალისწინებს ირანთან ვაჭრობის, ინვესტიციების და ტექნოლოგიების გადაცემის სრულ აკრძალვას, ასევე, უკრაინის ტერიტორიაზე ირანული ტრანზიტის შეჩერებას და ირანის აქტივების უკრაინიდან გატანის აკრძალვას.

შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ირანს სანქციები რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო დაუწესეს