აშშ-მა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება „რაღაც პერიოდის“ შემდეგ განაახლა,- ინფორმაციას გამოცემა „ბლუმბერგი“ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ უკრაინასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები მომდევნო კვირის განმავლობაში გაიმართება.
აღსანიშნია, რომ გამოცემა „ბლუმბერგი“ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების აღდგენის თაობაზე დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებს.