უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

„უკრაინა მთელი ამ წლების განმავლობაში აღმოჩენილი ორპარტიული მხარდაჭერისთვის მადლიერია. შეხვედრა აშშ-ის კონგრესის ორპალატიან და ორპარტიულ დელეგაციასთან - კრის კუნსთან, მარკ კელისთან, რიჩარდ ბლუმენტალთან, ჯო უილსონთან, გრეგორი მიკსთან, იანგ კიმთან - უკრაინის მიმართ აშშ-ის კონგრესის ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება განიხილა.

„განვიხილეთ თავდაცვის გაძლიერების, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების, გაყინული აქტივების გამოყენებისა და აშშ-თან თანამშრომლობის განვითარების საკითხები“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ipn.ge