გერმანულმა ავტომწარმოებელმა Volkswagen-მა ოფიციალურად დააანონსა თავისი ახალი, სრულიად ელექტრო კროსოვერი, ID. Tiguan, რომელიც 2027 წელს არსებულ ID.4 და ID.5 მოდელებს ჩაანაცვლებს.

კომპანიის ვებსაიტის ცნობით, მისი ფასი 42,695 ევროდან დაიწყება. „ახალი ID. Tiguan ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელექტრომობილის მოდელია მომდევნო წლებისთვის“, - განაცხადა კომპანიამ, რომელიც ამ მოდელის პოზიციონირებას ახდენს, როგორც ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ელექტრომობილის საშუალო ზომის ჯიპების მასობრივ სეგმენტში.

კლასიკური Tiguan მსოფლიოში Volkswagen-ის ყველაზე პოპულარული მოდელია და მისი ელექტრო ვერსია ბრენდის ყველაზე წარმატებული ელექტრომობილების ხაზის - ID.4/ID.5-ის გაგრძელება იქნება. „ID. Tiguan ამ ორ წარმატების ისტორიას ერთ პროდუქტად აერთიანებს“, - განაცხადა პრეზენტაციაზე Volkswagen-ის ბრენდის გენერალურმა დირექტორმა, თომას შეფერმა.

მოდელის პრეზენტაცია იმ დროს შედგა, როდესაც Volkswagen ეგზისტენციალურ კრიზისს განიცდის. გერმანული კონცერნი, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ გაყიდული ავტომობილების რაოდენობით მსოფლიო ლიდერი იყო, უკვე მნიშვნელოვნად ჩამორჩა Toyota-ს, ხოლო იაფი ჩინური ელექტრომობილები ძირს უთხრის VW-ის ბიზნესმოდელს, რომელიც დიდად იყო დამოკიდებული ჩინეთში გაყიდვებზე.

ვრცლად liga.net – ზე